ავსტრალიური კუნთები
Aa
Aa

ავსტრალიური კუნთები

ავსტრალიური ავტოპარკი ყოველთვის მონოპოლისტური იყო, მათ ეროვნული სიამაყე „ჰოლდენი“ ჰყავთ. ეს ავტომობილი იმდენად ნაციონალური და პოპულარულია, რომ ადგილობრივებს ის ყველა სხვა დანარჩენ ავტომობილებს ურჩევნიათ. 80-90 წლებიდან მოყოლებული „ჰოლდენისთვის“ ძირითადად „ოპელის“ და GM-ის სხვადასხვა პლატფორმებს იყენებდნენ, თუმცა ამ კომპანიის ნებისმიერ მოდელს აქვს რაღაც ისეთი, რასაც სხვაში ვერ ნახავთ.

2006 HSV VZ Maloo Ute Manual Twin Turbo - Richmonds - Classic and Prestige  Cars - Storage and Sales - Adelaide, Australia

ამერიკელების მსგავსად ავსტრალიელ ავტომოყვარულებსაც დიდი და მძლავრი ძრავები უყვართ, ზოგადად ამ ორი ნაციის ავტოგემოვნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ველური ხასიათის „ჰოლდენი" ავარჩიეთ და დღეს მისი გახსენება იქნება. გაიცანით Holden HSV Maloo!

HSV Maloo silver (3) - Richmonds - Classic and Prestige Cars - Storage and  Sales - Adelaide, Australia

თავდაპირველად იგი Holden Commodore-ს ბაზაზე იყო აწყობილი. ვისაც Chevy El Camino ერთხელ მაინც უნახავს ძალიან ბევრ საერთოს აღმოაჩენს ამ ორ „პიკაპს“ შორის. HSV Maloo სპორტული ხასიათის 2 ადგილიანი დაბალი „პიკაპია“, მისი დანიშნულება ძლიერი ავტომობილით გართობაა და არა ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ესეც კარგად შეუძლია, უბრალოდ ამ დანიშნულებით მას არავინ იყენებს. HSV „ჰოლდენის“ სპორტული განყოფილებაა და Holden Special Vehicle-ს ნიშნავს, ხოლო Maloo ადგილობრივი აბორიგენების ენაზე ელვას აღნიშნავს. იგი GM-ის ცნობილი LS2 V8 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი,  ეს აგრეგატი 400 ცხენისძალას და 530 ნიუტონს გამოიმუშავებს, რაც ავტომობილის 0-100 აჩქარებას 5 წამში განაპირობებს, მიუხედავად ძარის ტიპისა ავტომობილი სრულიად იდენტურია სპორტული სედანისა და მისი მართვა ერთი დიდი სიამოვნებაა. მიუხედავად ნაკლები ცნობადობისა მას დიდი დამსახურებაც აქვს, კერძოდ კი 2001 წელს R8 მოდელმა სერიული წარმოების „პიკაპებში“ მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი მოხსნა, მან 271 კმ/სთ-ის განვითარება შესძლო. ეს რეკორდი მანამდე „ვაიპერის“ ძრავით აღჭურვილ Dodge Ram SRT/10-ს ეკუთვნოდა, თუმცა ჰოლდენმა 22 კმ/სთ-ით მეტი დააფიქსირა.

Hold On: How To Build And Register A Holden UTE In The US Legally

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა, კომპანიამ Maloo R8-ის წარმოება მაინც შეზღუდა და მათი საერთო რაოდენობამ საბოლოოდ 958 ერთეული შეადგინა. იგი ნებისმიერი ავსტრალიელისთვის დღემდე ოცნების მანქანად რჩება.

მსგავსი სიახლეები