6 ბორბლიანი
Aa
Aa

6 ბორბლიანი "სუპერქარი"

ფერუჩიო კოვინი იტალიელი ავტოინჟინერია, რომელმაც 1978 წელს კომპანია Covini Engineering დაარსა. კომპანიას უცნაური და განსხვავებული ხედვა გააჩნდა, იგი დიზელზე მომუშავე სპორტული ავტომობილების შექმნაზე იყო ორიენტირებული. კომპანიის პირველი პროექტი B24 იყო, რომელმაც დიზელზე მომუშავე ავტომობილების სიჩქარის რეკორდი 1981 წელს დაამყარა. ავტომობილს 4 ცილინდრიანი და 2.4 ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა ჰქონდა, რომელიც 130 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილის ვიზუალი კარგ აეროდინამიკულ ეფექტსაც იძლეოდა, შესაბამისად მაქსიმალურმა სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა, რაც იმ დროისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვცის რეკორდი იყო. ეს კონკრეტული ავტომობილი სულ 9 ერთეული შეიქმნა და ყველა მათგანი ამერიკის ბაზარზე გაიყიდა.

Covini B24 Turbocooler 1982 | GTPlanet

კომპანიამ მომდევნო წლებში რამოდენიმე განახლებული მოდელიც გამოუშვა, რომლებიც კვლავ დიზელის ძრავებს იყენებდნენ,  თუმცა ეს კომპანია ყველამ 21-ე საუკუნეში გაიცნო. 2004 წელს მსოფლიომ 6-ბორბლიანი ავტომობილი იხილა, რომლის მოხმარება ყოველდღიურ გზებზე კანონით იყო ნებადართული.

Covini C6W - The Vehicle Files

ამ ავტომობილის შექმნის ინსპირაცია 70-იანი წლების ფორმულა 1-ში მოასპარეზე „ტირელი“ იყო, რომელსაც რბოლებში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალეს. 6 ბორბლის უპირატესობა ბევრ ნიუანსშია, კერძოდ კი ავტომობილს არასდროს არ შეეშინდება აკვაპლანირების, 50%-ით მეტი მოჭიდება საფართან და დამუხრუჭების დროს 2-ით მეტი სამუხრუჭე დისკი.

Covini C6W: The 6-Wheeled Supercar That Actually Works!

ავტომობილის დაპროექტება დიდხანს მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ გამართული და სრულყოფილი ნამუშევარი მივიღეთ. Covini C6W-ში „აუდის“ 8 ცილინდრიანი ძრავა არის მოთავსებული, რომელიც 440 ცხენის ძალას და 470 ნმ გამოიმუშავებს, იგი 1150 კილოგრამს იწონის და 100-მე აჩქარებას 3.7 წამს ანდომებს. აშკარად შთამბეჭდავი ციფრებია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მონაცემებიც. ავტომობილს ძრავა ცენტრში აქვს, რომელზედაც 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი არის მიერთებული, ეს ყველაფერი წონის გადანაწილებისთვის იდეალური ვარიანტია.

News – Covini Engineering

აღნიშნული ავტომობილი კონსტრუქციულადაც და ვიზუალურადაც ყველასგან განსხვავებულია, ამას ემატება მისი არასერიული წარმოება, ეს ფაქტორები კი მის ღირებულებას საკმაოდ მაღლა წევენ. 3 წლის წინ უიშვიათესი Covini C6W გასაყიდად გამოჩნდა და მისი ფასი 640 000 $ შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები