ტიტანების შერკინება-Venom vs Veyron
Aa
Aa

ტიტანების შერკინება-Venom vs Veyron

ალბათ ყველას გახსოვთ Bugatti Veyron-ის პირველი სენსაციური გამოჩენა?! ეს ის ავტომობილი იყო, რომელმაც ლეგენდარული Mclaren F1-ის მიერ მაქსიმალური სიჩქარის რეკორდის 14 წლიანი პერიოდი დაასრულა. ამ მოდელმა ძალიან მოკლე დროში უამრავი კოლექციონერის და ავტომოყვარულის გულის მოგება მოახერხა, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ იგი ვერასდროს იქნება Mclaren F1-ვით სპორტული.

Bugatti Veyron 16.4 | PH Used Buying Guide | PistonHeads UK

„ბუგატის“ სენსაციის მიუხედავად, რაც მისი მაქსიმალური სიჩქარის რეკორდით იყო გამოწვეული (407 კმ/სთ) ამერიკულმა კომპანია Hennesey-იმ მიზნად მისი დამარცხება განიზრახა. ეს კომპანია „გიჟური“ პროექტებით არის ცნობილი, მან არ იცის საზღვრების გავლება, მისი მთავარი სურვილი ყველაზე ჩქარი ავტომობილის შექმნაა. ამას მის მიერ აწყობილი არაერთი მოდელების მიერ დამყარებული სიჩქარის რეკორდებიც მოწმობს. ერთერთი ყველაზე სენსაციური მოდელი Dodge Viper Hennesey Venom-ი იყო.

Pin on Cars

„ვაიპერის“ სტანდარტული მოდელი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ხშირად ზედმეტი სიმძლავრის გამო არ ყიდულობდნენ. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, როდესაც საქმეში კიდევ უფრო მეტად თავზეხელაღებული Henessey ჩაერთვებოდა. 8.3 ლიტრიანი ძრავა 8.5 ლიტრი მოცულობის გახადეს, აგრეთვე ისედაც ძლიერ 10 ცილინდრიან აგრეგატს ორი უდიდესი Garret-ის ტურბო დაუყენეს, საბოლოოდ 1000 ცხენისძალა და 1500 ნიუტონი მიიღეს. ამ ავტომობილის დანიშნულება „ბუგატის“ სიჩქარის რეკორდის დაძლევა იყო, რაც Hennesey-იმ პირველივე ცდაზე მოახერხა.

Hennessey Venom 1000 Twin Turbo SRT

მაქსიმალურმა სიჩქარემ 423 კმ/სთ შეადგინა, რაც „ვეირონის“ მიერ დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 16-ით მეტი იყო. ამ ყველაფერს ტესტებზე ნაჩვენები აჩქარების მონაცემებიც დაემატა. მოგეხსენებათ „ვენომი“ მხოლოდ უკანა წამყვანი იყო, შესაბამისად სრულამძრავიან „ბუგატის“ 100-მდე აჩქარებაში სულ ოდნავ ჩამორჩებოდა, მაგრამ შემდგომ აჩქარებებშიც პირველობა მოიპოვა. 160-დან 330-დე აჩქარებას 13 წამზე ნაკლებს ანდომებდა და 402 მეტრს 9.7 წამში ფარავდა. ამ ყველაფერს მოცემული ორი ავტომობილის წონებს შორის სხვაობაც ემატებოდა: „ვეირონი“ 1850 კილოგრამს იწონიდა, ხოლო „ვენომი“ კი 1500 კგ-ს.

2006 Dodge Viper Hennessey Venom Twin Turbo SRT10 Convertible | Dodge  viper, Twin turbo, Dodge viper srt10

ერთი შეხედვით და ყველანაირი მაჩვენებლებით Venom-მა შეძლო და Bugatti Veyron-ი დაამარცხა, თუმცა ამ ორი მოდელიდან მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუს მაინც „ვეირონი“ ატარებდა, რადგან „ვენომი“ სერიული წარმოების არ იყო. მსოფლიო ავტომოყვარულების უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი მაინც „ვენომი“ რჩებოდა, რადგან მისი ღირებულება 224 000 $ შეადგენდა, რაც„ბუგატის“ ფასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები იყო.

მსგავსი სიახლეები