AMG, უნივერსალი, Mercedes
Aa
Aa

ამ 1992 წლის Mercedes-AMG E36-ს მსგავს მანქანებს აღარ ქმნიან

დღეს Mercedes-AMG-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მძლავრ მანქანებს ქმნის. თუმცა, იქამდე, სანამ Mercedes-Benz-ი AMG-ს ხელში ჩაიგდებდა, ეს კომპანია დამოუკიდებელი „ტუნინგ“ ატელიე იყო, რომელიც ცნობილი მოდელების უცნაურ ვერსიებს ქმნიდა. სურათზე ნაჩვენები Mercedes-Benz E36 კი სწორედ ასეთი ავტომობილია.

E36 AMG-ი ისედაც იშვიათი ავტომობილია, ხოლო ამ მოდელის უნივერსალი კიდევ უფრო დიდი ექსკლუზიურობით სარგებლობს. 1992 წელს გამოშვებული ერთ-ერთი მოდელი კი ახლა ბრიტანეთში გასაყიდადაა გამოტანილი და მის სანაცვლოდ 32 500$-ს ითხოვენ.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს 171-დან ერთ-ერთი E36 AMG-ია, რაც ოდესმე შექმნილა. გამორჩეულია ფერიც. კორპუსი Brilliant Bornit Metallic-შია შეღებილი. დიზაინის კუთხით, ავტომობილში AMG-ი ნაკლებად ჩანს, თუმცა სპორტული შტრიხების შემჩნევა მაინც არის შესაძლებელი.

ავტომობილის ექსტერიერის ყველაზე გამორჩეული ნაწილი წინა ფრთები გახლავთ. AMG-მ მანქანა სპეციალური 5-ქიმიანი დიზაინის დისკით აღჭურვა. დაკიდების სისტემის გაუმჯობესებამ ავტომობილის კლირენსზე იქონია გავლენა და უფრო დაადაბლა ის. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ მანქანა მოდიფიცირებული არ არის და სრულად ქარხნულია. 



E36 AMG-ის ინტერიერი ისეთია, როგორიც Mercedes-ს ეკადრება. სავარძლები ტყავისაა, გაფორმება ხის ტექსტურითაა წარმოდგენილი, ხოლო თითოეული დეტალი ხარისხიანად არის შესრულებული. თუ Mercedes-ის სალონის დიზაინერული შტრიხები მოგწონთ, მაშინ ეს ინტერიერი თქვენთვის სამოთხე იქნება. ინტერიერი პრაქტიკულია და ამავდროულად მდიდრულიც. წინა ორ სავარძელს აქვს გათბობის ფუნქციაც.

E36 AMG-ის კაპოტის ქვეშ 3.6-ლიტრიანი ატმოსფერული 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავაა, რომელიც 272 ცხენის ძალასა და 385 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრის განაწილებაზე პასუხისმგებლობას კი 4-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი იღებს.

ამ ავტომობილის მდგომარეობა წუნდაუდებელი არ არის, თუმცა, არც არაფრით ჩამოუვარდება ამ სტატუსს. თუ 141 622კმ-იან გარბენს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მანქანა საკმაოდ კარგადაა შენახული და მასზე ზრუნავდნენ.

გადაიხდიდით ამ ავტომობილში 35 000$-ს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები