Aa Aa
21 აპრილი 2022  |  13:12

მე-3 სერიის დასაწყისი

მე-3 სერიის BMW-ეს მოდელები მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ყველანაირად ერგება ნებისმიერ მდგომარეობას. საოჯახო ავტომობილის და სარბოლე ავტომობილის როლსაც კარგად ასრულებს. ამ მოდელის იდეა კომპაქტური ავტომობილის შექმნა იყო.

BMW E21 323i JPS Review

1975 წელს მსოფლიო ავტოინდუსტრიამ პირველი მე-3 სერია იხილა (E21) ავტომობილი მხოლოდ 2-კარიან ძარაში იყო ხელმისაწვდომი. ზოგიერთ მათგანს წინ ორი და ზოგსაც ოთხი განათების მაშუქი ჰქონდა. ავტომობილი ვიზუალით და მონაცემებით დროში იმდენად შესაფერისი იყო, რომ გამოშვებისთანავე ყველასგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ძრავები 1.6-დან 2.3-მდე იყო ხელმისაწვდომი და ჩვენი სტატია ამ უკანასკნელის გახსენებას ეკუთვნის.

M20-Powered 1979 BMW Hartge 323i RS for sale on BaT Auctions - sold for  $9,000 on May 8, 2020 (Lot #31,174) | Bring a Trailer

მოგეხსენებათ, რომ პირველი M3 მოდელი მხოლოდ E30-ის ძარაში არსებობდა, თუმცა E21-ის პლატფორმაზეც მსგავსი ტიპის მოდელის იდეა იყო. 323i 6 ცილინდრიანი 2.3 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 143 ცხენისძალას და 190 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ეს მაჩვენებლები დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება დიდს არაფერს გვეუბნება, მაგრამ შესაბამის დროში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 0-100 აჩქარებას 8.7 წამს ანდომებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევდა. მოგეხსენებათ თუ როგორი მსუბუქი ავტომობილები გამოდიოდა ადრეულ წლებში, ეს ავტომობილიც საკმაოდ მსუბუქი იყო, 323-ის წონა 1100 კილოგრამს შეადგენდა, თუმცა 4 ცილინდრიან მოდელებში არსებობდა ისეთი ვერსიები, რომლებიც 1000 კილოგრამის გარშემო იწონიდნენ.

1982 BMW (E21) 323I

323-ს გარდა ძრავისა კიდევ ჰქონდა განმასხვავებელი ნიუანსები. ვიზუალურად მისი გარჩევა სხვა მოდელისგან ძალიან მარტივი იყო, კერძოდ კი მას უკან ორი პარალელურად განლაგებული გამონაბოლქვის სისტემა ჰქონდა, რაც მის სპორტულ ხასითზე მიუთითებდა. მისი სამუხრუჭე სისტემა კიდევ უფრო ძლიერი იყო და მას უკანა სამუხრუჭე სისტემა დისკოიანი ჰქონდა, რასაც სხვა მოდელში ვერ ნახავდით. ყველა 323 მოდელს უკანა დიფერენციალის ბლოკირება გააჩნდა, რაც მის მართვას მეტად სახალისოს ხდიდა. მომდევნიო წლებში 323-ის ზოგიერთ ვერსიაში შევხდებით ე.წ. “ძაღლისფეხა“ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს (Dog-Leg) იგი მეტი მოქნილობისთვის იყო შექმნილი და სხვა ბევრი ავტომწარმოებელიც იყენებდა. განსხვავება იყო ის, რომ მეორე სიჩქარის ადგილას ჰქონდა პირველი სიჩქარე, ხოლო მესამეს მაგივრად კი მეორე. როგორც ამ კოლოფის მწარმოებელი იუწყებოდა 2-3 სიჩქარე ყველაზე მუშა იყო, ამიტომ ამ სიჩქარეებში გადართვა მეტად კომფორტული რომ ყოფილიყო, მაგიტომ შექმნეს ეს გადაცემათა კოლოფი. ეს ფორმულა აქტუალური იყო მანამდე, სანამ 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფები გამოვიდოდა. სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა, მუშა სიჩქარეებში ძაღლის ფეხივით მხოლოდ წინ და უკან მოძრაობა უფრო ადვილად იყო შესაძლებელი.

bmw e30 m3 shift knob > OFF-72% |

აღნიშნული მოდელი 8 წლის განმავლობაში იწარმოებოდა და სულ 1 400 000-მდე ერთეული იყო გამოშვებული. 1983 წლის დეკემბერში მან დაასრულა წარმოება და ასპარეზი ლეგენდარულ E30-ს დაუთმო.

გაზიარება: