ილონ მასკი, Twitter
Aa
Aa

ილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია

რა ბედი ელის Twitter-ს?

ილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია. ეს პლატფორმა მისი ლიდერობის ქვეშ მნიშვნელოვნად შეიცვლება. ბორდმა მასკის შეთავაზება მიიღო. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი კომპანიას $44 მილიარდად შეიძენს.

თავდაპირველად მასკის განზრახვას Twitter-ის დირექტორთა საბჭო დადებითად არ შეხვედრია. მასკი კომპანიის 9%-ს უკვე ფლობდა. ის ბორდის წევრი უნდა გამხდარიყო, თუმცა, ეს არ მოხდა. ახლა კი მასკმა კომპანია მთლიანად შეიძინა.

Twitter-ში ფიქრობდნენ, რომ მასკს საკმარისი ნაღდი ფული არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ილონმა დაამტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ, შეთანხმება შედგა.

საინტერესოა, როგორ აისახება ის იმ დანარჩენ ბრენდებსაც, რასაც მასკი უკვე ფლობდა. როგორც ცნობილია, ის Tesla-სა და SpaceX-ს მთელ თავის დროს უთმობს.

ილონ მასკის განცხადებით, ის გეგმავს, რომ Twitter-ში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტები გაზარდოს, ცენზურა კი პრაქტიკულად გააუქმოს. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა Twitter-ზე დონალდ ტრამპის დაბრუნებას. რაც შეეხება ცენზურას, საინტერესოა, რომ ჰენრიკ ფილსკერმა, რომელიც დიდი ხანია მასკის მეტოქეა, ანგარიში უკვე გააუქმა.

ამ შენაძენს სხვა მილიარდერების მხრიდან გაზეთების შეძენას ადარებენ. მაგალითად, ჯეფ ბეზოსმა Washington Post-ი შეიძინა. ლოურენს პოუელ ჯობსმა Atlantic-ი. უორენ ბაფეტი კი მედია მაგნატია. 

მსგავსი სიახლეები