Aa Aa
29 აპრილი 2022  |  10:10

ჯასტინ ლინმა „ფორსაჟი 10-ის“ რეჟისორობაზე უარი თქვა

„ფორსაჟის“ დიდ ოჯახში ისევ არეულობაა.

Fast and Furious-ის მეათე ფილმზე მუშაობა აპრილის თვის პირველ ნაწილში დაიწყო. თუმცა, ფილმის რეჟისორმა ჯასტინ ლინმა სულ რამდენიმე დღეში Fast 10-ზე მუშაობაზე უარი თქვა.

Deadline-ის ცნობით, ლინმა ფილმის რეჟისორობაზე უარი გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო თქვა, თუმცა, პროდიუსერად დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ლინმა ფილმის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილი გადაიღო. შედეგ შეისვენა და მეცხრე ფილმზე სამუშაოდ დაბრუნდა. ამეათე ფილმისთვის მას სცენარი უკვე დაწერილი ჰქონდა, რომელზეც დენ მეიზოსთან ერთად იმუშავა.

ჯერ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ლინს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით ფილმის გადაღება შეყოვნდება. პრემიერა 2023 წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.  

შეგახსენებთ, რომ ფილმში მონაწილეობაზე უარი დუეინ ჯონსონმაც თქვა. ვინ დიზელის მცდელობის მიუხედავად, ის დაბრუნებას არ აპირებს. თუმცა, „ფორსაჟის“ დიდ ოჯახს ახალი წევრებიც შეემატა. მეათე სერიაში ჯეისონ მომოა და ბრი ლარსონი გამოჩნდებიან.

გაზიარება: