პარკინგი, ჯარიმები
Aa
Aa

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება

ახლახან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შემუშავდა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემდეგი ცვლილებები უნდა შევიდეს:

• ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;

• ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება.

• ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;

• ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;

• სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;

• თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;

• თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100ლარით დაჯარიმდება, ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;

• თბილისში შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარია, ცვლილებები მის გაზრდას 100 ლარამდე ითვალისწინებს. ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;

• თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ჯარიმას 10 ლარის ოდენობით ითვალისწინებდა, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა 50 ლარი გახდება;

• გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს; მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება;

• ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას; მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი;

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები