11 ავტომწარმოებელი, რომელიც სუვების მანიას არ აჰყვა
სუვების წარმოება ბრენდებისთვის ძალიან მომგებიანია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ავტომწარმოებელი, რომელიც ამ ტრენდს ჯერ არ აჰყოლია.
Lotus-ი და Smart-ი სუვის კლუბის ახალი წევრები არიან. აპრილის დასაწყისში ბრიტანულმა კომპანიამ პირველი სუვი Eletre წარმოგვიდგინა. Smart-მა კი B-სეგმენტის სუვი ააწყო, რომელიც Mini Countryman-ის კონკურენტი უნდა იყოს. ეს იყო ამ ბრენდების რეაქცია ბაზარზე სუვების გაზრდილ პოპულარობაზე.
სუვები იმავე პლატფორმებზეა, რაზეც კომპანიებს სხვა ავტომობილები, თუმცა, გაცილებით ძვირი ღირს. ამიტომ, ამ ავტომობილების გაყიდვებით ავტომწარმოებლები დიდ სარგებელს იღებენ. ფორმულა მარტივია: ააწყე უნივერსალური პლატფორმა და მოარგე შასის ტიპები. სუვისა და სხვა მოდელებს შორის ფასის სხვაობა შესამჩნევია.
მაგალითისთვის, იტალიაში სუვები სხვა ავტომობილებთან შედარებით 33%-ით ძვირი ღირს. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რატომ ამჯობინებ კომპანიები სუვის აწყობას.
Porsche ერთ დროს გაკოტრებისგან Cayenne-ს აწყობამ იხსნა. Lamborghini-ს Urus-ი კი ბაზარზე რეკორდებს ხსნის.
თუმცა, ჯერ კიდევ არის რამდენიმე ბრენდი, რომელიც სუვების აწყობაზე ჯერ უარს ამბობს. ზოგი მათგანი ამით არ არის დაინტერესებული, რადგან მათ დნმ-ში არ ზის. დანარჩენებს უბრალოდ საჭირო რესურსი არ აქვთ.
2022 წლის გაზაფხულისთვის ამ 11 კომპანიას ხაზში სუვი ჯერ კიდევ არ ჰყავს: Alpine, Bugatti, Chrysler, Ferrari, Lancia, Lucid, McLaren, Pagani, Polestar და Ram. ამ სიაში არ ვთვლით მწარმოებლებს, რომლებიც ავტომობილებს ძალიან შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. მაგალითად, Caterham, Morgan, Dallara, Rimac, Koenigsegg…
Alpine, Ferrari და Polestar-ი სუვების გამოშვებას უახლოეს 2 წელიწადში გეგმავენ. Ferrari Purosangue-ს დებიუტი რამდენიმე თვეში უნდა შედგეს.
Chrysler Airflow Concept
Chrysler-მა ცოტა ხნის წინ Airflow კონცეპტი წარმოადგინა, რომელიც სუვს, კროსოვერსა და ჰეჩბექს შორის ისედაც უკვე ბუნდოვან ხაზებს კიდევ უფრო შლის. Abarth-ს ახლა ტექნიკურად არ ჰყავს სუვი, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომია. თუმცა, Pulse Abarth-ი წლის ბოლოს სამხრეთ აფრიკის ბაზარზე გამოჩნდება.
Bugatti, McLaren და Pagani სუპერქარებს აწარმოებენ და მათთვის სუვები პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი Ferrari-ს პირველი სუვის გამოსვლის შემდეგ შეიცვალოს. რაც შეეხება Ram-ს, გაყიდვების პრობლემებს ნამდვილად არ უჩივიან და მათთვის პრიორიტეტი პიკაპებია.
Lucid-ი დამოუკიდებელი ბრენდი სულ ახლახან გახდა. მათ Air სედანი უკვე წარმოადგინეს და შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სუვიც იყოს. Lancia რამდენიმე ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით სიაში სუვი ვერ მოხვდა.