3-ბორბლიანი ბრიტანელის გახსენება
Aa
Aa

3-ბორბლიანი ბრიტანელის გახსენება

საწვავის კრიზისიდან გამომდინარე ავტოინდუსტრიამ არაერთი ავტომობილი იხილა, რომელიც მხოლოდ ეკონომიურობაზე იყო ორიენტირებული. ამ კრიზისიდან გამომდინარე ბრიტანელებმა 70-იანი წლების დასაწყისში 3-ბორბლიანი ავტომობილი წარადგინეს. Reliant Motor Company-მ შექმნა ისეთი ავტომობილი, რომელსაც საწვავის ხარჯი მოტოციკლეტის მსგავსი ჰქონდა. თავდაპირველად Reliant Robin-ი 0.7 ლიტრის მქონე ძრავებით გამოდიოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 113 კმ/სთ-ს შეადგენდა. მოდელის ევოლუციის პერიოდში ეს მონაცემები შედარებით იზრდებოდა.

Reliant Robin

სამ ბორბალთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს, ზოგი ამბობს, რომ ამით ავტომობილს გზის საფართან მიმართებაში ნაკლები წინაღობა ექნებოდა და შესაბამისად საწვავის მოხმარებაც შემცირდებოდა, ზოგი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიან სათადარიგო ნაწილების ეკონომია გააკეთა, რადგან მისი საბაზრო ღირებულება დაბალი გამოსულიყო, ერთი ფაქტი რაც ნამდვილია ისაა, რომ ამ ავტომობილით გადაყირავება 30 კმ/სთ-ითაც ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი კომიკური ვიდეო და რამოდენიმე ბრიტანული ანეგდოტიც კი არსებობს.

How Buster Keaton Silent Comedies Influence Top Gear's Reliant Robin Episode

დროთა განმავლობაში აღნიშნული კრიზისის და იმის გამო, რომ ავტომობილი დროსთან მიმართებაში ძალიან "უცხო ხილი" იყო, კომპანია საკმაოდ განვითარდა. Robin-ის წარმოება იმდენად გაიზარდა და დაიხვეწა, რომ მოცემული მოდელი რამოდენიმე კომპლექტაციაშიც კი იწარმოებოდა, მათ შორის მდიდრულ კომპლექტაციებშიც.

Unexceptional Classifieds: Reliant Robin Mk3

ამ ავტომობილის დანიშნულება ყველაფრის ეკონომია იყო. ავტომობილი ძალიან იაფი ღირდა (9000 ფუნტი) საწვავს მოტოციკლეტივით მოიხმარდა, მისი მეპატრონეები ბიუჯეტში ნაკლებს იხდიდნენ და წარმოების სხვადასხვა პერიოდებში მისი მართვა მოტოს კატეგორიითაც იყო შესაძლებელი. 1999 წელს კომპანიამ ბოლო და საბედისწერო მოდელი გამოშვა. მოცემულ პერიოდში საწვავის კრიზისი დაძლეული იყო და 30 წლიანი თითქმის უცვლელი წარმოების გამო მომხმარებლებს უბრალოდ გადაავიწყდათ Reliant Robin-ი. ამ ფაქტმა კომპანიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და 1999-2001 წლებში ბოლო თაობის მოდელი სულ რაღაც 65 ერთეული გამოუშვეს, რაც ამ ბირტანული ავტოისტორიის დასასრული აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები