მსოფლიოში პირველი აეროპორტი მფრინავი მანქანებისთვის
მომდევნო 5 წლის განმავლობაში Urban-Air Port-ი მსოფლიოს მასშტაბით 200 ასეთი ვერტიპორტის მოწყობას გეგმავს.
Urban-Air Port-მა მფრინავი მანქანების პირველი აეროპორტი Air-One წარმოგვიდგინა. კომპანიას იმედი აქვს, რომ პირველი ვერტიპორტის იდეა წარმატებული გამოდგება. ისინი მსგავს ინფრასტრუქტურას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოაწყობენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის აეროპორტი შვეულად მფრენი ელექტრო ავტომობილებისთვის.
Urban-Air Port-ი დასაწყისისთვის ვერტიპორტების მოწყობას გაერთიანებულ სამეფოში გეგმავს. პირველი მათგანი ქოვენთრიში გაიხსნა. იქ ტესტირებებს ჩაატარებენ და მიღებულ მონაცემებს გააანალიზებენ.
Urban-Air Port-ი მსოფლიოს მასშტაბით 200 ვერტიპორტის მოწყობას გეგმავს. ეს ინფრასტრუქტურა იმას ნიშნავს, რომ შვეულმფრენ ელექტრო ავტომობილებს, იგივე eVTOL-ებს, მოქმედებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ექნება. eVTOL-ებს, როგორც ადამიანების გადასაყვანად, ასევე საქონლის გადასატანად გამოიყენებენ. ისინი ტაქსის ფუნქციასაც შეასრულებს.
„Air-One-ის გახსნა ისტორიული მომენტია. ეს ტრანსპორტირების ახალი ერაა. ნულოვანი გამონაბოლქვი, საცობების არარსებობა ადამიანებს უფრო ჯანმრთელად და ბედნიერად აქცევს. ავტომობილებს გზები აქვს. მატარებლებს რელსები. თვითმფრინავებს აეროპორტები, ახლა eVTOL-ებს Urban-Air Port-ები ექნებათ“, - ამბობს რიკი სანდუ, Urban-Air Port-ის აღმასრულებელი დირექტორი.