Brabus-ის უჩვეულო პროექტი - სპორტული კატერი სარბოლო V8 ძრავით
Mercedes-Benz-ს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათ უმეტესობას AMG-ის სპორტული მოდელები მოსწონს, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა Brabus-ის მიერ გადაკეთებულ მანქანებზე გიჟდება. ამ უკანასკნელი კომპანიის ნაწარმი კი მხოლოდ Benz-ის გულშემატკივრებს არ მოსწონთ.
იცოდით, რომ ეს „ტუნინგ“ ატელიე კატერების შექმნითაც იყო დაკავებული? გასულ კვირას Brabus Marine-მა მალიორკაში Shadow 300 Edition One-ის ახალი მოდელი წარადგინა. ეს არის კატერი, რომელიც სისწრაფისთვისა და კომფორტისთვის შეიქმნა.
7.6-მეტრიან კატერს 4.6-ლიტრიანი Mercury 300R-ის სარბოლო V8 ძრავა აქვს, რომლის დახმარებითაც 98 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. ძალოვან აგრეგატს 300 ცხენის ძალა გააჩნია. Brabus-ი ამტკიცებს, რომ 1 800კგ-იან Shadow 300 Edition R-ს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე სწორ ხაზზე აჩქარებაა. ის არამხოლოდ საოცრად ჩქარდება, არამედ კარგად მანევრირებადი და მარტივად სამართავიცაა.
ეს ყველაფერი არ არის. კატერი მდიდრული და კომფორტულიც გახლავთ. ინტერიერი წითელი ტყავის გაფორმებითა და კარბონით დამშვენებული კოკპიტით არის წარმოდგენილი. სალონის წინა ნაწილი რბოლის მოყვარულთათვის ალკანტარითა და განსხვავებული ტყავით შეკერა. თუმცა, არც ერთი სარბოლო ტრანსპორტი არ არის ისეთი ზომის, რომ ორსაწოლიანი ლოგინი, საპირფარეშო და საშხაპე დაეტიოს.
ღია ზღვაში მოგზაურობის მოყვარულთათვის ჭურჭლის ნიჟარისა და მაცივრის დამატებაცაა შესაძლებელი. წვეულებებისთვის კი გემბანი RGB (ყველანაირი ფერის) განათებითაც არის აღჭურვილი. წყალქვეშა განათების და უმაღლესი დონის ხმის სისტემის დამატება კი ფუნქციონალების სიიდან არის შესაძლებელი.
ნავის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა. თუმცა, ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ Shadow 300-ის შეძენა დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
როგორ შეაფასებდით Brabus Marine-ის ახალ ნაწარმს? იგრძნობა თუ არა Brabus-ის შტრიხები მასში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.