გერმანიის უდიდესი საავტომობილო კლუბი წევრებს ნაკლები მართვისკენ მოუწოდებს
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე თვე იწყება. ევროპაში კი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება არ სურთ და გამოსავალს ეძებენ. ეს საკითხი გერმანიაში მნიშვნელოვნად აწუხებთ, რის გამოც ADAC-მა (Allgemeiner Deutscher Automobil-Club, იგივე „გერმანული ავტომობილების გენერალური კლუბი“) თავის წევრებს გადაადგილების შემცირებისკენ მოუწოდა.
ADAC-ში აცხადებენ, რომ თუ წევრები ნაკლებ საწვავს გამოიყენებენ, ნავთობის იმპორტზე მოთხოვნა შემცირდება. „ცალსახაა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს დამოკიდებულება მყისიერად შევამციროთ. ამ პროცესში კი წვლილის შეტანას თითოეული ინდივიდი შეძლებს.”
ეს წერილი იმავე დღეს გამოქვეყნდა, როდესაც Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთში თავისი პროდუქტის შეტანაზე უარი განაცხადა. ამ უკანასკნელ კომპანიაში ეს ნაბიჯი გერმანიის გასაფრთხილებლადაც გადადგეს. როგორც ჩანს, ეს რუსული პასუხია დასავლური ქვეყნების „არამეგობრულ ნაბიჯებზე“.
Weniger Kraftstoff verbrauchen und die Abhängigkeit von Rohöl-Importen senken helfen ???????? Wir starten die Kampagne #spritsparenundhelfen. Hier den offenen Brief des #ADAC Präsidiums lesen -> https://t.co/uT5sZryDFQ pic.twitter.com/N76pvQVllM
— ADAC (@ADAC) April 27, 2022
ბულგარეთი Gazprom-ზე დამოკიდებული ქვეყანაა. ქვეყანაში ბუნებრივი აირის 90% სწორედ რუსეთიდან შემოდის. თუმცა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენის ალტერნატიული გზების ძიება დაწყებულია. ბულგარელებს კი მოხმარების შეზღუდვის აუცილებლობა არ აქვთ.
თავის მხრივ, გერმანიაში, ADAC-ი უკვე მოუწოდებს კლუბის წევრებს, რომ გადაადგილება შეამცირონ. ასე ადამიანები მთავრობას მოქმედების საშუალებას მისცემენ და საქმესაც გაუმარტივებენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ისევ მოქალაქეებს, რუსული ნავთობის დამოკიდებულების მოხსნის სიკეთით დაუბრუნდებათ.
გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ჩანაცვლებას ალტერნატიული გზებით შეეცდებიან. საბოლოო ჯამში კი აგრესორებს ბუნებრივი რესურსებით მანიპულაციის საშუალება აღარ ექნებათ, რაც მათ ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად აისახება.