Aa
Aa

იცოდით, რომ Toyota Prius-ი საბუქსირედ საუკეთესო ავტომობილია?

დაივიწყეთ პიკაპები და მაღალი გამავლობის SUV-ები!

Toyota Prius-ი საწვავის ეკონომიით (და უშნო დიზაინით) სახელგანთქმული ავტომობილია. ეს ის მოდელია, რომელმაც ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილების რევოლუციას გზა გაუკვალა. ეს ფაქტი ბევრ ავტომოყვარულს არ მოსწონს, ბევრსაც პირიქით.

წლების განმავლობაში მწარმოებელმა Prius-ის უამრავი ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო. ერთ-ერთი მათგანი კი უცხოეთში ცნობილი „იუთუბერს“ ხელში ჩაუვარდა და საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. ფაქტობრივად, ამ ადამიანმა დაამტკიცა, რომ Prius-ი გაცილებით მეტია, ვიდრე დიასახლისის უთო.

ჯასტინმა, თავის მეგობრებთან ერთად, ამ ჰიბრიდულ მანქანას საბუქსირე შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება მისცა. „პრიუსს“ საბუქსირედ ბატისკისრისებრი შემაერთებელი საბუქსირე ძელი სახურავზე დაუმაგრეს. კორპუსს ახალი დეტალი იდეალურად მოერგო.


ძელის დამაგრების შემდეგ მანქანაზე მისაბმელი მიამაგრეს, რაც მოულოდნელად მარტივი აღმოჩნდა. Prius-ი საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ ბატისკისრისებრი შემაერთებლის ქვეშ თავისუფლად იტრიალოს.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებისას სახურავი ჩაიღუნა, დამატებითი წონის თრევას სახურავი მაინც გაუმკლავდა. სიმძიმე დაეტყო უკანა ამორტიზატორებსაც. ბორბლები თაღებში ბოლომდე შევიდა და სვლის კუთხე შეეცვალა. თუმცა, Prius-ი მართვას მაინც ექვემდებარებოდა. ჯასტინმა ის საქალაქო გზებზეც გამოცადა. დამატებითმა წონამ საწვავის ეკონომიაზეც იმოქმედა და წვამ მთელი ერთი ლიტრით მოიმატა.

Prius-ი რომ „სპიდსტერი“ არ არის ეს ყველამ ვიცით. მანქანა არც უზარმაზარი მისაბმელის თრევით იყო გახარებული, თუმცა, ფაქტია, რომ მან ამ დავალებას გაუძლო. ეს კი ნამდვილად დასაფასებელია. იქნებ მოდიფიცირების შემდეგ „უთომ“ უფრო მეტი შეძლოს?

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ Prius-ის საბუქსირედ მოდიფიცირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

მსგავსი სიახლეები