Aa Aa
6 მაისი 2022  |  09:53

Nissan-ის თქმით, ერთ დღეს GT-R-იც ელექტრო გახდება

Z და GT-R… ლამაზმანი და ურჩხული...

Nissan-მა ბოლო დროს ორი პატარა სპორტული ავტომობილი განაახლა. „გოძილა“ კიდევ უფრო ძველია, ვიდრე 370Z. მისი წარმოება 2007 წელს დაიწყო და R38-ის ნიშნები ჯერ კიდევ არ ჩანს. რა თქმა უნდა, კომპანია ამ ავტომობილის მომავალზე ფიქრობს. სუპერქარს საბოლოოდ შიგაწვის ძრავაზე უარის თქმა მოუწევს.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, როდის, მაგრამ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება. ამჟამად, როცა ამ ავტომობილების ელექტრიფიკაციაზე ვფიქრობთ, Z-ისა და GT-R-ისთვის დამახასიათებელ ტექნოლოგიას ვერ ვპოულობთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ორი უბრალოდ ავტომობილები არ არის. ისინი ჩვენი კულტურის ნაწილებია“, -  ამბობენ კომპანიაში.

აშვანი გუფთამ ამ ორი მოდელის აღწერა გააგრძელა და ისინი „ლამაზმანსა და ურჩხულს“ შეადარა. ასევე აღნიშნა, რომ ამ ავტომობილებს კომპანიის ხაზში განსხვავებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს. აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ ავტომობილების პოზიცია არასდროს შეიცვლება და ისინი ყოველთვის ხაზის უმაღლეს საფეხურზე იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ხმაურის რეგულაციების გამო ევროპაში ტვინ-ტურბო V6-ძრავიანი R35-ის წარმოება უკვე შეწყდა. 2021 წლის 1 ნოემბერს, Nissan-მა ამ ავტომობილის გაყიდვა ავსტრალიაშიც აკრძალა, როცა გვერდიდან შეჯახების ტესტები გაამკაცრეს.

ახალი Z-ის სიტუაციაც რთულადაა. მომარაგების ჯაჭვში წყვეტის გამო, მისი გამოსვლა იაპონიაში ზაფხულამდე გადაიდო. ამასობაში კი Toyota Supra უკვე გამოვიდა და მას 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. ახალმა Supra-მ შესაძლოა Z-ს კლიენტები წაართვას.

გაზიარება: