საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების რეიტინგი
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 84,939 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში ავტოპარკის მოცულობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ავტოიმპორტის 90%-ზე მეტი მეორად ავტომობილებს მოიცავს.
ამავე სტატისტიკაში წარმოდგენილია ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი. მისი მიხედვით, #1 ადგილი Toyota Camry-ის უჭირავს. გასულ წელს ქვეყანაში 4,868 Toyota Camry შემოვიდა, რაც მთლიანი ავტოიმპორტის 5.7%-ია. 2020 წელს ამ პოზიციაზე Toyota Prius-ი იყო, თუმცა გასულ წელს ამ ავტომობილის იმპორტი 32%-ით შემცირდა.
2021 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:
1. Toyota Camry - 4,868 ავტომობილი, მატება წინა წელთან 5%;
2. Ford Transit - 4,674 ავტომობილი, მატება წინა წელთან 38%;
3. Toyota Prius - 4,417 ავტომობილი, კლება წინა წელთან 32%;
4. Chevrolet Cruze - 3,397 ავტომობილი, მატება წინა წელთან 107%;
5. Hyundai Elantra - 2,888 ავტომობილი, მატება წინა წელთან 2%;
6. Honda Fit - 2,633 ავტომობილი, მატება წინა წელთან 16%;
7. Ford Fusion - 2,548 ავტომობილი, მატება წინა წელთან 35%;
8. Opel Astra - 2,510 ავტომობილი, მატება წინა წელთან 139%;
9. Toyota Prius C - 2,038 ავტომობილი, მატება წინა წელთან 18%;
10. Volkswagen Jetta - 1,953 ავტომობილი, მატება წინა წელთან 53%.
ტოპ ათეულზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 37% მოდის, დანარჩენი 63% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.
სტატისტიკის მიხედვით საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2021 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.
წყარო: BM.ge