Subaru, აეროდინამიკა, Subaru XT, JDM
Aa
Aa

Subaru-მ XT Coupe-ს გამოშვებით მომავალის მანქანები იწინასწარმეტყველა

როდესაც თანამედროვე იაპონურ სპორტულ ავტომობილებზე ვფიქრობთ, გონებაში, ალბათ, რამდენიმე სახასიათო ელემენტები გიტივტივდებათ: ტურბინიანი 4-ცილინდრიანი ძრავა, მექანიკური კოლოფი, უნიკალური სტილი და ოთხი წამყვანი თვალი (დიახ, ეს ბოლო საკამათოა). ეს ყველაფერი კი 1980-იან წლებში შექმნილ Subaru XT-ის ზუსტად აღწერს.

XT-ი იაპონურ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, თუმცა, ამავდროულად საინტერესო ავტომობილია. მანქანა Honda Prelude-ის და Toyota Celica-ს კონკურენტად მოგვევლინა. მიუხედავად ამისა, XT-ი მეტოქეებისგან მაინც განსხვავდებოდა. უცნაური სტილისა და საშუალოზე მაღალი ფასის გამო მოდელი რთულად იყიდებოდა.



ავტოინდუსტრიამ გვაჩვენა, რომ აეროდინამიკურად დახვეწილი მანქანების უმეტესობა ეკონომიური კლასისაა. ინჟინრები ტანწერწეტა სპორტული კუპეების შექმნისას სხვა დეტალებზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ. ამ ავტომობილის დიზაინი კი კიუჩი აკარიმ შექმნა, რომელიც საავტომობილო დიზაინის შესწავლისას აეროდინამიკის ინჟინერთან ერთად ცხოვრობდა.

ამ ფაქტმა XT-ის კონცეფციაზე დიდი გავლენა იქონია. მანქანას მთელი რიგი ეშმაკობები აქვს იმისთვის, რომ ჰაერი თავის კორპუსზე რაც შეიძლება ნარნარად ამოძრაოს. მოდელს აეროდინამიკური სახელურები, საქარე მინის დასაკეცი საწმენდები, ცენტრალური მაშუქის ხუფი და კეცვადი ძირითადი მაშუქები აქვს. აეროდინამიკური წინაღობის შესამცირებლად უკანა ფანჯარასაც განსხვავებული ფორმისაა.

საბოლოო ჯამში, ეს ჭკვიანური გადაწყვეტები შუბლური წინაღობის დაბალ კოეფიციენტში ითარგმნა, რაც სრულ ამძრავ მოდელში 0.31-ით, ხოლო წინა ამძრავ მოდელში 0.29-ით განისაზღვრა. შედარებისთვის გეტყვით, რომ Bugatti Veyron-ის წინაღობის მინიმალური კოეფიციენტი 0.36-ით არის განსაზღვრული.

XT-ი 1.8-ლიტრიანი ოპოზიტური 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 71 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სხვადასხვა ვერსიებში აგრეგატს ტურბინაც დაემატა, რის შემდეგაც სიმძლავრე 111 ცხენის ძალამდეც გაიზარდა. ბოლოს 6-ცილინდრიანი ძრავაც დააპროექტეს, რის შედეგადაც XT-6 შეიქმნა.

რით იწინასწარმეტყველა Subaru-მ მომავალი?

რთულია იმაზე საუბარი იცოდნენ თუ არა კომპანიაში ამის შესახებ, მაგრამ მათ ამ ავტომობილში მომავლის ავტომობილისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოკვეთეს. მოდელებში ისეთი ტექნოლოგიები იყო წარმოდგენილი, როგორიც 2022 წლის მანქანებში გვხვდება. ასეთია აღმართზე დაკიდების სისტემა, ციფრული მაჩვენებელთა დაფა და დაკიდების სისტემა სიმაღლის რეგულირებით. XT-ის აეროდინამიკური მხარე კი იმ პერიოდში საერთოდ სხვა დონეზე გახლდათ. დღეს ავტომობილის ამ კუთხით დახვეწა, საწვავის ეკონომიისთვისა და ეფექტურობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ.

სამწუხაროდ, XT-ის, გაყიდვების კუთხით, ვერც უნიკალურმა სრულად ამძრავმა სისტემამ უშველა. შედეგად Subaru-მ მოდელის წარმოებაზე უარი განაცხადა. სპორტული ავტომობილის სეგმენტს კი მოგვიანებით WRX-ზე მუშაობით დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები