Corolla-ს მძღოლი წინ მიმავალ მანქანას რამდენიმე წამში ორჯერ დაეჯახა
Reddit-ის პლატფორმა ჩვენს პორტალს ასეთი ისტორიებით ამდიდრებს. ახლახან სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც Toyota Corolla-ს ორმაგი ავტოსაგზაო შემთხვევაა აღბეჭდილი.
ეს კადრები Reddit-ის მომხმარებელმა სალონის კამერიდან ამოიღო და გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მანქანას უკან Toyota Corolla მოჰყვება, რომელიც თავის წინ არსებულ დისტანციას ზრდის. ამ დროს წინ მიმავალმა ავტომობილმა სვლა კიდევ უფრო შეანელა და თითქმის გაჩერდა. „კოროლას“ მძღოლმა კი სვლა ჩვეულებრივად განაგრძო. რამდენიმე წამში ის წინა მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც დაიბნა და მუხრუჭის ნაცვლად ფეხი აქსელერატორს მიაჭირა. შედეგად, თითქმის გაჩერებულ მანქანას მეორედაც დაეჯახა.
გამომდინარე იქიდან, რომ კამერა უკანა ფანჯარაზეა დამაგრებული სიტუაციის ზუსტი აღწერა რთულია. სავარაუდოდ, ავტომობილები შუქნიშანს უახლოვდებოდნენ, რომელზეც წითელი იყო ანთებული. კამერაში ჩანს, რომ მანქანის სიჩქარე 13 კმ/სთ-ით იყო განსაზღვრული.
რამ გამოიწვა Corolla-ს მძღოლის ამგვარი ქმედება?
შესაძლოა მან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა, გზაზე ვეღარ ფოკუსირდა და უცბად წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა. დაბნეულობისგან კი, მუხრუჭის ნაცვლად, აქსელერატორი იხმარა. ეს ყველაფერი ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები ყოველ დღე ხდება, ხოლო იდეალური არავინაა.
მოგსვლიათ ასეთი რამ ოდესმე? იქნებ შესწრებიხართ რაიმე მსგავსს? დაწერეთ თქვენი ისტორია კომენტარებში.