BMW პლანეტის გადასარჩენად ბიო-ნარჩენებისგან დამზადებულ საღებავს იყენებს
ბავარიული ავტომწარმოებელი გარემოზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს.
BMW გარემოზე საღებავის მავნე გავლენის შემცირებას ცდილობს. ამიტომ, საღებავებისთვის მხოლოდ განახლებად ნედლეულს, ბიო-ნარჩენებს გამოიყენებს.
ისინი წარმოების პროცესიდან ნედლ ნავთობს ამოიღებენ. ამ გზით ისინი ფიქრობენ, რომ 2030 წლამდე 15 000 ტონა CO2-ის გამოყოფას თავიდან აირიდებენ.
„წიაღისეული ნედლეულის გამოყენების შემცირებით, ჩვენ ბუნებრივ რესურსებსაც დავიცავთ და გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფასაც შევამცირებთ. ინოვაციური საღებავები განახლებადი ნედლეულისგან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ამბობს იოახიმ პოსტი, BMW-ს გაყიდვებისა და მომარაგების ხელმძღვანელი.
BMW პირველი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც ევროპის ქარხნებში „მწვანე“ საღებავი გამოიყენა. გარემოზე ზიანის გარდა, ასეთი საღებავის გამოყენება, ხარჯებსაც ამცირებს. ასევე მცირდება წარმოების პროცესთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის გამოყოფა გარემოში.
გარდა ამისა ლაიფციგისა და როზლინის ქარხნებში ბავარიული ავტომწარმოებელი ჟანგვისგან დამცავ და მქრქალ (მატე) საღებავებსაც იყენებს.
BMW-ს მტკიცებით, ამ ზომებით გარემოში CO2-ის გამოყოფას 2030 წლისთვის 40%-ზე მეტით შეამცირებენ.