მფრინავი, Tesla
Aa
Aa

Tesla Model 3 საკონფერენციო ცენტრში შეფრინდა

მფრინავი „ტესლების“ რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

ოჰაიოში, საკონფერენციო ცენტრში Tesla Model 3 შეფრინდა. სასწაულია, რომ ამ ავარიაში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.  

ვიდეოს თანახმად, ეს შემთხვევა 4 მაისს მოხდა. Tesla-ს მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ავარია გამოიწვია.

მძღოლი 113კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაიარა და მუხრუჭებზე კონტროლი დაკარგა.

სამი სხვადასხვა მოწმე ამბობს, რომ მძღოლი ყვითელ შუქნიშანზე აჩქარდა. შენელება არ უცდია, სანამ შენობაში არ შევარდა.

წინასწარი შეფასებით, შენობას $250,000-$350,000 ზიანი მიადგა. თუმცა, ყველაფერი შესაძლოა უფრო ცუდადაც დასრულებულიყო. გარდა იმისა, რომ ქუჩაში უამრავი ავტომობილი და ქვეითი მოძრაობდა, იმ დღეს შენობა რამდენიმე ღონისძიებასაც მასპინძლობდა. მათ შორის, ხელბურთის ახალგაზრდულ ჩემპიონატს.  

მძღოლი დაზიანებების გარეშე ვერ გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. იმის თაობაზე, იყო თუ არა Tesla ავტოპილოტზე, პოლიციას განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები