BMW და McLaren-ი ელექტრო ავტომობილის პლატფორმაზე ითანამშრომლებენ
Aa
Aa

BMW და McLaren-ი ელექტრო ავტომობილის პლატფორმაზე ითანამშრომლებენ

ბოლოს, როცა BMW-მ და McLaren-მა ითანამშრომლეს, შედეგად ექსკლუზიური სუპერქარი McLaren F1 მივიღეთ.

ახლა BMW-მ და McLaren-მა ძალები ისევ გააერთიანეს. ამჯერად ისინი ერთად სპორტული ავტომობილისთვის ელექტრო პლატფორმაზე იმუშავებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მარტში მოაწერეს. პლატფორმა იმდენად მოქნილი იქნება, რომ ის არა მხოლოდ სპორტქარებისთვის, არამედ სუპერქარებისა და ჰიპერქარებისთვისაც გამოდგება.

BMW პასუხისმგებელი აგრეგატის აწყობაზე იქნება. ბავარიული ავტომწარმოებელი ბატარეების განვითარებაზე იზრუნებს. McLaren-ი კი დინამიკასა და მსუბუქწონიან კონსტრუქციაზე იმუშავებს. McLaren-ი BMW-ს შიგაწვის ძრავებით სარგებლობის უფლებასაც მიიღებს. იმ ძრავების, რომლებიც ევროპაში გამონაბოლქვის რეგულაციებს აკმაყოფილებს. McLaren-ს, თუ ამის საჭიროება დადგება, BMW-ის სუვის პლატფორმის გამოყენების უფლებაც ექნება.

სპორტული ავტომობილის ელექტრო პლატფორმა შესაძლოა ამ წელსვე ვიხილოთ. BMW 1341-ცხენისძალიანი ელექტრო M2 კონცეპტის პრემიერას BMW M-ის 50-ე დაბადებისდღისთვის გეგმავს.

მაგრამ რა მოხდება, თუ Audi McLaren-ს შეიძენს? როგორც ცნობილია, 2026 წლიდან Porsche და Audi ფორმულა 1-ში გამოჩნდებიან. Porsche ძრავებით Red Bull Racing-ის მოამარაგებს.  Audi ბოლო დროს McLaren-ის შეძენით იყო დაინტერესებული, ახლა კი ვარიანტებად Alfa Romeo-ს ან Williams-ს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები