AMC, კონცეპტი
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ვენი - AMC AM Concept-ი - იყიდება

უსწრებდა თუ არა 70-იანებში შექმნილი ერთი გამოშვების მოდელი დროს?

1977 წელს აშშ-ში AMC-ის ექვსი პოპულარული კონცეპტიდან ერთ-ერთი მცირე ზომის ვენი იყო. მისი სახელი AM Van Concept-ი გახლდათ. ეს ავტომობილი, როგორც იმ პერიოდში, ისე დღესაც განსაკუთრებულია.

მოდელი 1973 წელს შეიქმნა, როდესაც მსოფლიოში ნავთობის კრიზისი იწყებოდა. ამერიკულ ოჯახებში მცირე ზომის, ეკონომიური და ლამაზი ავტომობილების ყიდვის საჭიროება გაჩნდა. კომპანიის ჩანაფიქრი კი ამ სეგმენტზე მორგებული მანქანის შექმნა გახლდათ.


სამწუხაროდ, AM Concept-მა საწარმოოდ საჭირო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და სერიულადაც ვერ ვიხილეთ. თუმცა, ახლა RM Sotheby-ის აუქციონზე ერთი ასეთი ეგზემპლარია გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანას ხისგან დამზადებული ჩარჩო აქვს. კორპუსი მინაბოჭკოსგანაა დამზადებული. საბურავებზე მსუქანი საბურავებია გადაკრული. კორპუსის ზედა ნაწილში კი ბევრი შუშაა.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანას გარედან TURBO 4x4 აწერია ის არც ტურბინიანი ძრავითაა წარმოდგენილი და არც სრულად ამძრავია. თუმცა, რა არის ცხოვრება ამბიციების გარეშე?



„ამ ავტომობილის Concept 80-ზე პოპულარობა მომავალ წლებში მინივენებისა და სრულად ამძრავი მანქანების მასობრივად დამკვიდრებას მოასწავებდა“ - ნათქვამია აუქციონის განცხადებაში. RM-ი ფიქრობს, რომ მინივენების აფეთქება სწორედ ამ კონცეპტუალურ ავტომობილს უკავშირდება.

სამწუხაროდ, ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს ავტომობილი „ერთ ცნობილ“ კოლექციას 35 წლის განმავლობაში ამშვენებდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება ეს ავტომობილი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები