Mercedes-Benz, გაწვევა, ML, GL, R-Class
Aa
Aa

Mercedes-ი 300 000 ავტომობილს დეფექტური მუხრუჭის გამო უკან გაიწვევს

2006-2012 წელს გამოშვებული ML-ის, GL-ისა და R-Class-ის მფლობელები მანქანებს სადილეროებში დააბრუნებენ.

აშშ-ს National Highway Traffic Safety Administration-ი და Mercedes-Benz-ი 2006-2012 წლებში გამოშვებული ML-ის, GL-ისა და R-Class-ის მფლობელებს გაწვევამდე ავტომობილების გაჩერებას ურჩევს. ჯამში სულ 292 287 ავტომობილია შესაკეთებელი. Mercedes-ი არსებული დეფექტის გამო ავარიების, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

„ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ დროებით ავტომობილების მართვა შეწყვიტონ“ - განაცხადა Mercedes-ის წარმომადგენელმა. ამ ავტომობილებს სამუხრუჭე სისტემაში მნიშვნელოვანი ნაწილი უჟანგდება, რასაც მუხრუჭის მუშაობაზე დიდი გავლენა აქვს. თუ ეს დეტალი მწყობრიდან არის გამოსული, გასაჩერებლად მძღოლს სატერფულზე უფრო მეტი ძალით დაწოლა უწევს, ვიდრე უნდა სჭირდებოდეს. უფრო რთულ შემთხვევებში დეფექტმა შესაძლოა მუხრუჭის სატერფულის მუშაობა სრულად შეაფერხოს.


NHTSA-ს ცნობით, ამ პრობლემაზე მუხრუჭის სატერფულის მგრძნობელობის ცვლილება მიანიშნებს. კიდევ ერთი ინდიკატორია მუხრუჭის გამოყენებისას წარმოქმნილი უცნაური, ჰაერის წნევის ხმა.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად Mercedes-ი მოდელებს გაიწვევს და დაზიანებულ დეტალებს შეაკეთებს. სადილეროებში მანქანებს სპეციალური ტესტის მიხედვით გამოცდიან, რისი შედეგის მიხედვითაც სისტემას სრულად შეცვლიან ან ავტომობილს მფლობელთან ორი წლით დააბრუნებენ.

როგორც ცნობილია, მომხმარებლებმა სადილეროებს მუხრუჭის პრობლემით მიმართეს. მათი თქმით, მანქანა მუხრუჭზე დაჭერისას უწინდებურად აღარ ჩერდებოდა. შემთხვევების სიმრავლის გამო კვლევა ჩატარდა, რამაც ჩამოთვლილი მოდელების გაწვევის აუცილებლობა შექმნა. საბედნიეროდ, ამ დეფექტის გამო, არავინ დაშავებულა. საქართველოში კი 2006-2012 წელს წარმოებული ML-ის, GL-ისა და R-Class-ის მფლობელები ყურადღებით უნდა იყვნენ.

მსგავსი სიახლეები