უცნაური და უხეში Isuzu Vehicross-ი
Aa
Aa

უცნაური და უხეში Isuzu Vehicross-ი

ხშირ შემთხვევაში მოდელის კონცეპტი სერიული წარმოების მსგავსია, თუმცა იგი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი უფროა, ვიდრე ექსპლუტაციაზე მორგებული. ნებისმიერი პროტოტიპი არის მიახლოვებითი ხედვა იმ ავტომობილისა, რომელიც მომავალში ყოველდღიურობას მოერგება. Isuzu Vehicross-ი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ამ წესებს არ ემორჩილება და მისი პროტოტიპი და სერიული წარმოების ვერსიის თითქმის იდენტურია.

Photos of Isuzu VehiCROSS Concept 1993

1993 წელს ტოკიოს აუტოშოუზე წარმოდეგნილი Isuzu-ს პროტოტიპი იმდენად ფუტურისტული იყო, რომ დანახვისთანავე აშკარა გახდა, რომ იგი მომავლის სამყაროდან იყო. 4 წლის შემდეგ კომპანიამ ყურადღების მიპყრობა სწორედ ამ მოდელით გადაწყვიტა. ყურადღების მიპყრობა შემთხვევით არ გვიხსენებია, დიახ ამ ავტომობილის ძირითადი დანიშნულებაც ეს იყო. მისი გველისთვალება წინა მაშუქები და უკანა მხარეს დახურულ ლუქში მოქცეული სათადარიგო საბურავი ყველაზე მეტად მოგხვდებოდათ თვალში. მიუხედავად ავტომობილის ვიწრო გაბარიტებისა, ინტერიერში ადგილის ნაკლებობა მაინც არ იგრძნობოდა. მისთვის სპორტული და უხეში ფორმები იყო დამახასიათებელი, სწორედ ამაზე მეტყველებს პლასტმასის შავი დეკორატიული ხუფები, რომელიც ავტომობილის მთელს სიგრძეზეა გადაჭიმული.

10k-Mile 2000 Isuzu VehiCROSS Ironman Edition for sale on BaT Auctions -  sold for $18,253 on March 18, 2020 (Lot #29,167) | Bring a Trailer

აღნიშნული მოდელი Isuzu-ს ცნობილი ყველგანმავლის, Trooper-ის ბაზაზე იყო აწყობილი, ისევე, როგორც Opel Monterey. მისი ძრავა 3.5 ლიტრი მოცულობის იყო, რომელიც 218 ცხენისძალასა და 312 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილი 4 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. Vehicross-ს აგრეთვე TOD-ის სისტემა გააჩნდა, რომელიც BorgWarner-ის მიერ იყო წარმოებული და საბურავებზე მაბრუნი მომენტის ზუსტ გადანაწილებას უზრუნველჰყოფდა. ეს უცნაური ავტომობილი საკმაოდ მაღალი კლირენსით გამოირჩეოდა და უგზოობაზე დიდი შესაძლებლობებით სარგებლობდა.

Weekly Treasure: 2000 Isuzu VehiCROSS Ironman Edition | CarBuzz

როგორ მიიღო ეს მანქანა ავტოსამყარომ?! იგი 1997 წლიდან 2001-მდე გამოდიოდა, არც მანამდე და არც მომავალში მისი დასაწყისი და გაგრძელება აღარ გვინახავს სამწუხაროდ, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ამ ავტომობილმა მოახერხა და მოცემულ პერიოდში დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი გავიდა, დღევანდელობაშიც კი მიმზიდველად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დროს აჯობა.  

მსგავსი სიახლეები