Aa
Aa

დრიფტის ყველაზე ცუდი მცდელობა მსოფლიოში

დრიფტის ტრაექტორიების ხალხისგან იზოლირება საუკეთესო იდეაა.

საავტომობილო სამყაროში არსებობს ძველებური ანდაზა - “when in doubt, flat out”. ქართულად ამ ფრაზის ლაკონიურად თარგმნა რთულია, თუმცა, გეტყვით, რომ ის იმ მომენტებში მაქსიმალურად გარისკვისკენ მოგვიწოდებს, სადაც სხვები ამას ვერ ბედავენ. ეს მიდგომა კი, როგორც ყველაფერი სხვა, ყოველთვის არ მუშაობს. ამას ვიდეოში ნაჩვენები Infiniti-ის მძღოლი ადასტურებს.

სამწუხაროდ, ვიდეო მაშინ იწყება, როდესაც ავტომობილი კედელთან უკვე ძალიან ახლოსაა. მალე მანქანა ბეტონის ბარიერზე ორივე ბორბლით ადის, შემდეგ მეორე ორი ბორბლითაც ეხება გამყოფს, ხოლო ბოლოს უხერხულად ცურდება მასზე.

ალბათ, შეატყობდით, რომ ეს დრიფტის მცდელობა იყო. მძღოლმა რეაგირება დააგვიანა, რის გამოც ბარიერისკენ მიმართულმა ბორბლებმა მანქანას „სპაიდერ-მენის“ შესაძლებლობები მიანიჭა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მძღოლი კედლებზე სიარულისას აქსელერატორის სატერფულიდან ფეხს არ იღებდა. ეს შესაძლოა პანიკით ან სპეციალური ტაქტიკით გამოწვეული ქმედებაა. რაც არ უნდა იყოს, ამ მეთოდმა მას ვერ უშველა და იქ შეკრებილი საზოგადოება საოცარი სანახაობით გაამხიარულა.

დრიფტის წარუმატებელ მცდელობას Infiniti-ს ბამპერი, მაშუქი, დისკი, სხვა მექანიკური დეტალები და მძღოლის რეპუტაცია შეეწირა. წარმოიდგინეთ, რამდენად უხერხული იქნება ამ ადამიანის საავტომობილო შეკრებებზე გამოჩენა. მას ყველა ამ ეპიზოდით დაიმახსოვრებს - „ეს ის ბიჭია, თავისი Infinity გამყოფ ბარიერზე რომ ადრიფტავა“.

რაც არ უნდა იყოს, კედლების კენ ბლოკს და იქ შეკრებილ საზოგადოებას გადარჩენა უნდა მივულოცოთ. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ძალზედ დრამატულადაც დასრულებულიყო. ეს შემთხვევა კი ადასტურებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ზომების დაცვას მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე.

მსგავსი სიახლეები