როს ბრაუნი: „მიხაელ შუმახერს ფორმულა 1-ის ახალი ერა ძალიან მოეწონებოდა“
ფორმულა 1-ის დირექტორი როსს ბრაუნი მიიჩნევს, რომ ფორმულა 1-ის ახალ ერაში რბოლებში მონაწილეობა მიხაელ შუმახერს ძალიან მოეწონებოდა.
ბრაუნის აზრით, რომელიც წლების განმავლობაში Ferrari-ს გუნდში ლეგენდარულ პილოტთან ერთად მუშაობდა, 7-გზის ჩემპიონს ახალი ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში ბოლიდზე მუშაობა და მისი განვითარება დააინტერესებდა.
„ეს მას ძალიან მოეწონებოდა. შაბათ საღამოს, რბოლის წინ, შუმახერი ერთ-ერთი ბოლო ადამიანი იყო, ვინც სახლში მიდიოდა. ის ხშირად საათობით იჯდა ჩემი და ინჟინრების გვერდით. მონაცემებს და ციფრებს აანალიზებდა. ახლა მას ძალიან დააინტერესებდა ინჟინრებთან ერთად მონაცემების განხილვა.
ახალ ერაშიც საუკეთესო იქნებოდა. მიხაელს ახალი ფორმულა 1 ძალიან მოეწონებოდა“, - ამბობს ბრაუნი.
მეცხე წელი დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერმა, საფრანგეთში ალპებში სრიალის დროს თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. მის მკურნალობაზე უკვე 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. ჩემპიონი ხანგრძლივ თერაპიას გადის. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ოჯახი მკაცრად ასაიდუმლოებს. სამწუხაროდ, მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.