Aa Aa
22 მაისი 2022  |  10:10

E34 M5 Nurburgring-ზე 30 წლის შემდეგაც იდეალურად დადის

ალბათ, არ დაგვეთანხმებით თუ გეტყვით, რომ E34 თაობის M5-ს ავტომოყვარულები სათანადოდ არ აფასებენ. ეს მოდელი პოპულარულია, თუმცა, საუბარი E34-ის მაქსიმალურად ობიექტურად შეფასებაზე გვაქვს.

პირველი M5-ის შემდეგ, ახალ ვერსიაში რადიკალურად არაფერი შეცვლილა. ძალოვანი აგრეგატი თითქმის იგივე გახლდათ და არც ისე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები ჰქონდა, რაც მას წინამორბედისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევდა. ამ მოდელის შემდეგ საკულტო E39 გამოვიდა. M5-ის ამ თაობას ულამაზესი ვიზუალი და V8 ძრავა ჰქონდა. 2004 წელს ეს ხაზი კიდევ უფრო განვითარდა და ახალი M5 507 ცხენის ძალითა და V10-ით ვიხილეთ. შედეგად, E34-ს ჩრდილი მიადგა. თუმცა, ეს ავტომობილი თავის მნიშვნელობას 30 წლის შემდეგად არ კარგავს. ეს M5 ამტკიცებს, რომ Nurburgring-ის დასალაშქრად ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია პლანეტაზე.

ერთ-ერთ „იუთუბერს“, მიშა ჩარუდინს, E34 M5-ის მწვანე ჯოჯოხეთში მართვის შანსი მიეცა. სალონიდან გადაღებული ვიდეოთი კი ვხედავთ რამდენად კარგად ართმევს თავის 315-ცხენისძალიანი I6 (ერთრიგა) ძრავა დაკისრებულ მოვალეობას. მსოფლიოში ყველაზე რთულ სარბოლო ტრეკზე 30 წლის ავტომობილი ისე დადის, თითქოს ქარხანა რამდენიმე საათის წინ დატოვა.

არ გეგონოთ, რომ სტატია მიკერძოებულია. არავინ ამბობს, რომ E34 „სუპერქარის“ მსგავსი სისწრაფით გამოირჩევა. ჩარუდინი აღნიშნავს, რომ ამ მოდელით სიამოვნების მიღება მისი დინამიკით და მართვის გამოცდილებით არის შესაძლებელი.

თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენ არ გვიკვირს. გიორგი თევზაძე ყველას კარგად გვახსოვს. ეს ადამიანი საოცარ კასკადიორულ ილეთებს სწორედ E34-ით ასრულებდა.

როგორ დადის E34 M5 Nurburgring-ზე? ჩართეთ ზემოთ მიბმული ვიდეო.

გაზიარება: