Brabus, პიკაპი
Aa
Aa

Brabus-მა 900-ცხენისძალიანი მონსტრი პიკაპი შექმნა

სულ 10 ასეთი ეგზემპლარი შეიქმნება და თითოეულის ფასი 690 000$ იქნება.

რას საქმიანობს Brabus-ი? ჩააბარეთ ამ კომპანიას მძლავრი SUV-ი და ის მას ნამდვილ მონსტრად აქცევს. სურათებზე თქვენ AMG G63-ს ხედავთ, რომელიც, რეალურად, SUV-ი აღარ არის. ის პიკაპად აქციეს. თუ ახლა დეჟა ვუ გაქვთ ეს იმის ბრალია, რომ 2020 წელს Bottrop-ის მიერ გადაკეთებული 800 Adventure XLP-ი გაქვთ ნანახი. მხეცური „ჯიპი“ ახლა დაბრუნდა და ის ისეთი მძლავრია, როგორც არასდროს. მისი წინამორბედი „მხოლოდ“ 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.



4.4-ლიტრიანი V8, რომელიც უკვე AMG-ს ყველა საუკეთესო მოდელშია განთავსებული, Brabus-მა თავისებურად გადააკეთა. აგრეგატს ახალი ტურბინები, შემშვებ-გამშვები სისტემა და ძრავის ახალი კომპიუტერი აქვს. შედეგად, მანქანა 888 ცხენის ძალასა და 1 250ნმ-ს გამოიმუშავებს. უხვი სიმძლავრის გამო კი Brabus-მა ბორბლებს შორის მანძილიც დააგრძელა. თუმცა, ნიუტონ მეტრების რაოდენობა 1 050-მდე ელექტრონულად შეიზღუდა. ასე ძალოვანი აგრეგატის სიცოცხლისუნარიანობა გაიზრდება.

ეს მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსის ზომის მანქანა 0-დან 100-მდე 4.4 წამში აჩქარდეს. ელექტრონულადაა შეზღუდული მაქსიმალური სიჩქარეს, რაც 210 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული. წითელი აქცენტების მქონე 22-იან ნაწრთობ დისკებზე Pirelli Scorpion ATR-ის საბურავებია გადაკრული.


უგზოობის მოყვარულებს ეს ავტომობილი იმედებს არ გაუცრუებს. ამ G63-ის კლირენსი 49 სანტიმეტრი გახლავთ. როგორც ზემოთ დავწერეთ, G-იმ გაბარიტებშიც მოიმატა. 11.6 სანტიმეტრით გაზრდის შემდეგ მოდელის სიგრძემ 5.31 მეტრს მიაღწია. 900-ცხენისძალიანი მონსტრის შესაძლებლობებში 4 500კგ-ის გათრევის შესაძლებლობაა.

ამ მოდელის წარმოება, რა თქმა უნდა, შეზღუდული რაოდენობით განხორციელდება. სულ 10 ეგზემპლარი შეიქმნება. თითოეულის ფასი კი თითქმის 700 000$ იქნება.

გადაიხდიდით ამ ავტომობილში ასეთ თანხას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები