ამ McLaren 720S-ის მძღოლს ცუდი დღე ჰქონდა
სუპერქართან გამკლავება ყველას არ შეუძლია.
დამტვრეული სუპერქარის ნახვა არც ერთ ავტოენთუზიასტს არ უყვარს. ეს ნარინჯისფერი McLaren 720S ტოლუკაში, მექსიკაში დაიმტვრა და გამვლელების ყურადღების ცენტში მოექცა.
ავარიაზე დეტალები უცნობია, მაგრამ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ შუაძრავიან სუპერქარს სერიოზული ზიანი მიადგა.
ვიდეოში ჩანს, რომ 720S-ი მაგისტრალზე ბარიერსა და ღობესთან დგას. სავარაუდოდ, მძღოლმა სუპერქარზე კონტროლი დაკარგა, დაბზრიალდა და ბარიერს შეეჯახა. შეჯახების ძალამ მძღოლის მხარეს უკანა თვალი მოაცალა. თან სამუხრუჭე დისკი, სუპორტი და დაკიდების სისტემის დეტალებიც გაიყოლა.
ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ზიანი მიადგა კორპუსს. როგორც ვიდეოში ჩანს, უკანა ბამპერი მთლიანად მომძვრალია.
ყველაზე რთული ნაწილი დაკიდების სისტემის აღდგენა იქნება. 720S-ის შეკეთებას და გზაზე დაყენებას ბევრი ფული და დიდი დრო დასჭირდება.