Mercedes-ის აღმასრულებელი დირექტორი AMG One-ზე: „ნასვამები ვიყავით, როცა ამას დავთანხმდით“
Aa
Aa

Mercedes-ის აღმასრულებელი დირექტორი AMG One-ზე: „ნასვამები ვიყავით, როცა ამას დავთანხმდით“

ფორმულა 1-ის ძრავიანი ავტომობილის წარმოებამ იმაზე დიდი დრო წაიღო, ვიდრე Mercedes-ში წარმოიდგენდნენ.

2017 წელს Mercedes-Benz-მა Project One ჰიპერქარის კონცეპტი წარმოადგინა. მიზანი 1000-ცხენისძალიანი ჰიპერქარი იყო, რომელსაც ფორმულა 1-ის ძრავა უნდა ჰქონოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, Mercedes-ს სურდა ფორმულა 1-ის ბოლიდი ქუჩებისთვის.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ავტომობილი 2019 წელს უნდა გამოსულიყო. გერმანულმა ავტომწარმოებელმა 275 ეგზემპლარი One უნდა ააწყოს. წარმოების პროცესში ბევრი დაბრკოლება წარმოიშვა. მაგალითად, გამკაცრებული გამონაბოლქვის სტანდარტები.

როცა Mercedes-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰკითხეს, როდის იქნებოდა მზად ჰიპერქარი, ოლა კელენიუსმა ამ ავტომობილის წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი გაიხსენა.

„ეს იდეა 4 წლის წინ მოგვივიდა. ვთქვით, „კარგი იდეაა, მოდი ფორმულა 1-ის ძრავა საგზაო ავტომობილში ჩავდოთ“. როცა ამ მომენტს ვიხსენებ, დარწმუნებული ვარ, ნასვამები ვიყავით, როცა კი ვთქვით“.

რა თქმა უნდა, AMG One საკმაოდ რთული პროექტiა, მაგრამ, როგორც ჩანს Mercedes-ს მისი ბოლომდე მიყვანა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. დებიუტი შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაშიც კი შედგეს. ამჟამად, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ AMG One-ის წარმოება წელს დაიწყება.

Mercedes-Benz-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თქვა, რომ კომპანია ამ ავტომობილის წარმოებაზე „ძალიან გულწრფელ დოკუმენტურ ფილმს“ გადაიღებს. სანამ ჩვენ ფილმს ველოდებით, მულტიმილიონერი მფლობელები ამ ჰიპერქარს წლებია, ელიან.  

მსგავსი სიახლეები