საქართველოში ავტოკომპანიების მიმართ გარკვეული ტენდენციებია ჩამოყალიბებული. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ესა თუ ის ავტომწარმოებელი გამოიკვეთა, რომელიც ქართველ ავტომოყვარულებს არ მოსწონთ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ცუდია, უბრალოდ ჩვენ რეალობაში მტკიცე იმიჯის შექმნა რიგი მიზეზების გამო ვერ შეძლევს. ამ სიაში შეიძლება თქვენთვის საყვარელი კომპანიებიც აღმოაჩინოთ, თუმცა თქვენ შეიძლება განსხვავებული ხედვის მქონე ავტომოყვარული ხართ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ შეუსაბამო გემოვნება გაქვთ, უბრალოდ გემოვნება და ხედვა ავტომობილების მიმართ ყოველთვის ინდივიდუალურია. თქვენს წინაშე ის ავტოკომპანიებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად მოსწონთ.
Renault
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ფრანგული კომპანიები ერთად არ მოგვექცია და გაგვემიჯნა, რადგან მრავალწლიანი დაკვრივების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნის მიერ წარმოებული თითქმის ყველა პოპულარული მოდელი ჩვენს ქვეყანაში დიდი აღიარებით არ სარგებლობენ. ამ ჯერზე „რენოზე“ გვექნება აქცენტი. ეს კომპანია უამრავ მოდელს აწარმოებს, ყველა მათგანისთვის საწვავის მცირე ხარჯი და ადვილი მართვის უნარებია დამახასიათებელი. მათ სამოდელო სიაში არა მხოლოდ მცირელიტრაჟიან ავტომობილებს ვნახავთ, არამედ უამრავ Cargo და სატვირთო მოდელსაც შევხდებით. უბრალო მომხმარებლის თვალით დანახული Renault-ი მაინც არაა სანდო ავტომობილი. მისთვის ისეთი პრობლემებია დამახასითებელი, რომლებსაც გერმანულ ავტომობილებში ვერ შეხვდებით. გართულებული ელექტრონიკა, სუსტი გადაცემათა კოლოფები და სხვა არაერთი სუსტი წერტილი, რომლებიც ქართველი ავტომოყვარულებისთვის ხშირ შემთხვევაში მიუღებელია ხოლმე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ კომპანიას უამრავი ლეგენდარული მოდელი ჰყავს შექმნილი, რომლებიც ისტორიას სამოდამოდ დარჩება.
Mazda
საქართველოში იაპონური ავტოინდუსტრია, როგორც წესი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს, თუმცა "აქილევსის ქუსლის" მოძებნა აქაც მოხეხრდა. „მაზდა“ ის ავტომწარმოებელია, რომელიც ქართველ ავტომოყვარულებს პოპულარული იაპონური კომპანიებიდან ყველაზე ნაკლებად უყვართ. ამ კომპანიის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას ხშირად მოისმენთ. ეს ტენდენცია დიდი ალბათობით 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც „მაზდა“ თავის დიად კონკურენტებთან მიმართებაში ყველაზე სუსტი წარმომადგენელი იყო (Honda, Nissan, Toyota, Mitsubishi) მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და“მაზდამ“ შედარებით დადებითი იმიჯის შექმნა მაინც მოახერხა, თუმცა ძველი ცოდვების ფასს დღემდე იხდის, რადგან თავის კონკურენტებთან შედარებით თითქოს რაღაცით ნაკლულია. „მაზდას“ თანამედროვე მოდელებს თუ შევხედავთ, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებიან და ტექნოლოგიურად დატვირთულებიც არიან. დიდი ალბათობით ეს კომპანია მოახერხებს და თავის რეპუტაციას ბოლომდე აღადგენს.
Chrysler
ამერიკა ალბათ ერთადერთი ადგილია, სადაც ამ კომპანიას პატივს სცემენ და ეს ფაქტიც ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ნაციონალური თემა უფროა, ვიდრე უბრალოდ კარგი ავტომობილი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ ნახავთ მოდელს, რომელიც ჩვენთან პოპულარულობით სარგებლობს. საკმაოდ ძვირადღირებული სერვისი და სათადარიგო ნაწილები მისი ერთერთი მთავარი პრობლემაა, აგრეთვე ამ კომპანიის მიმართ ზოგადი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდია. ეს ყველა ფაქტორი კი მის მიმართ უნდობლობას იწვევს და შედეგიც სახეზეა.
Alfa Romeo
ამ კომპანიას ან აღმერთებენ ან უბრალოდ უარყოფენ! მის მიმართ აზრი ყოველთვის ორად იყოფა. გულანთებული ავტომოყვარულების ნაწილი მისი დიდი გულშემატკივარია და მათ აქვთ შესაბამისი მიზეზიც, ხოლო მეორე ნაწილი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებისთვისაც ვიზუალური მხარე და სპორტული ხასიათი ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეორე ნაწილი საერთო რაოდენობის უმეტესობას შეადგენს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები არიან. იტალიელებს რადიკალური ხასიათის ავტომობილების შექმნა სჩვევიათ და ეს ალბათ მათი მენტალიტეტიდან გამომდინარეა. თვითონ „ალფას“ მესაკუთრეებმაც ძალიან კარგად იციან თავისი ერთგული მეგობრების მინუსები, რაც არც თუ ისე ცოტაა, თუმცა მათი დამოკიდებულება, როგორც წესი ლოიალურია და ამ ავტომობილებს ისეთებად ღებულობენ, როგორებიც რეალურად არიან.
Citroen
სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, რომ ფრანგულ ავტოწარმოებას ერთ ქვაბში მოხვედრას ვუპირებდით, თუმცა მათი დანაწევრება მაინც გადავწყვიტეთ. ერთი შეხედვით „სიტროენი“ უწყინარია ფრანგია, რომელიც ყოველთვის განსხავავებულ დიზაინზე აკეთებდა ფოკუსირებას. მისთვის ყველა ის უარყოფითი მხარეა დამახასითებელი, რაც ზოგადად ფრანგულ ავტომობილებს ახასიათებთ. ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებში ხარისხის დაბალი დონე და გართულებული სავალი ნაწილი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მინუსებია. ამ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველოში პროცენტულად უფრო მეტი Mercedes G Class-ი დადის ვიდრე თვითონ საფრანგეთში, შესაბამისად ჩვენთან მისი პოპულარულობა მაინც ეჭვის ქვეშ არის მოქცეული.
Peugeot
მოდით შევთანმხდეთ, რომ საქართველოში ფრანგულ ავტომობილებს უბრალოდ ვერიდებით. Peugeot-ის შემთხვევაშიც არაფერი განსაკუთრებული არაა, ერთი რიგითი ფრანგია, რომელსაც ხშირად ქართველი მექანიკოსები ძალიან აგდებით იხსენიებენ და იმდენად არ მოსწონთ, რომ თავისი საქმიანობის შესრულებაზეც კი უარს ამბობენ. ავტოინდუსტრიაში ერთი ოქროს წესი არსებობს: მექანიკოსი და ინჟინერი ვერასდროს შეთანხმდებიან! მაგრამ ერთი წამით დავფიქრდეთ, თქვენი საცხოვრებელი სახლი ვისი შექმნილია?! არქიტექტორის თუ მშენებლის?!
USSR
ავტოინდუსტრიის ამ წარმომადგენლებს კი ნამდვილად ერთად მოვაქცევთ! ეს ის ადგილია სადაც გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ჩვენს გონებაში დალექილი მეხსიერების იმ უჯრაში, სადაც ავტომობილებისთვის ადგილია განკუთვნილი, ყველაზე ცუდი ფაილი საბჭოთა ავტოწარმოებაა. ჯერ „ფიატზე“ რა მოგახსენოთ და მითუმეტეს გასაბჭოებულზე. ახალი თაობა ბედნიერია იმით, რომ „ჟიგულებით“ სიარული აღარ მოუწევთ. წინა თაობას რაც შეეხება, იმ ტვირთის ტარება რასაც საბჭოთა ავტომობილები ჰქვია, კიდევ დიდხანს მოუწევს. ზემოდხსენებულ ავტომწარმოებლებთან ბოდიშის მოხდით ვამთავრებთ ამ სტატიას...
შეჯამებას რაც შეეხება, ერთი რამ ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი სამწუხაროდ იმდენად ერთფეროვანია, რომ გზიდან ოდნავ გადახვეული წარმომადგენლებისთვის ადგილი აღარ მოიპოვება. ეს ჩვენი გემოვნების საკითხია და ამაში არცერთი ავტომწარმოებელი არაა დამნაშავე.