Aa Aa
29 მაისი 2022  |  11:49

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ჩელსიში ელექტრო კარტით გამოჩნდა

პლატინის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე, დედოფალი საჯაროდ გამოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ჩელსის ყვავილების სანახაობაზე Queen Mobile-ით გამოჩნდა. ეს ელექტრო კარტი 96 წლის მონარქს ორი თვის წინ უინძორის სასახლეში ძაღლების გასასეირნებლად აჩუქეს.

დედოფალს საკუთარი ძალებით გადაადგილება უჭირს. 6-ადგილიანი ბაგით (სპეციალური დანიშნულების ღია ტიპის მსუბუქი ავტომანქანა) დედოფალი ჩელსიში, ბაღებში გაასეირნეს. ეს გამოფენა სამეფო მებაღეობის საზოგადოების პრეზიდენტმა კიტ ვიდმა მოაწყო.

Queen Mobile დანიურმა კომპანიამ Garia-მ MercedesBenz-თან თანამშრომლობით ააწყო და მისი ღირებულება დაახლოებით £62,000-ია. მას ყველა ამინდისთვის შესაფერისი საფარი, მაცივარი და მულტიმედია სისტემა აქვს.

ელექტრო კარტის მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ-ია. ჩელსის ბაღებში კარტი გაცილებით ნელა გადაადგილდებოდა. ბოლომდე დამუხტულზე კარტს 80 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა თქვა, რომ კარტს „დედოფლის კომფორტისთვის სპეციალური მოდიფიკაციები გაუკეთეს“.

ბაგის მაშუქები, 14-იანი დისკები, საქარე მინის გათბობა, ჭიქების ჩასადები და Bluetooth დინამიკებიც აქვს.

ბოლოს დედოფალი ბაგიში 2013 წელს ვიხილეთ. მანამდე, 2011 წელს ავსტრალიაში კანბერას სამთავრობო სახლს ბაგით ეწვია.

გაზიარება: