Aa Aa
26 მაისი 2022  |  11:15

Kia-მ აშშ-ში მე-10 მემილიონე ავტომობილი გაყიდა

გარდა ამისა, $10,000-ს საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხავს.

Kia-მ პირველი მაღაზია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1993 წელს გახსნა. თუმცა, პოპულარობის მოპოვება 2010-იანებიდან შეძლო. 2022 წელს სამხრეთ კორეულმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ნიშნული გადალახა.

მათ 10 მილიონი ავტომობილი გაყიდეს. მე-10 მემილიონე გაყიდული ავტომობილი კომპანიის ელექტრო სუვი, წითელი ფერის KIA EV6 იყო. ეს ავტომობილი მონტი ჩაროენფონგმა „შეიძინა“.  

მისთვის საბედნიეროდ, მას არც ერთი ცენტის დახარჯვა არ დასჭირვებია. Kia-მ მისთვის უახლესი EV-ს ჩუქება გადაწყვიტა. მონტიმ საჩუქრად NBA-ს თამაშის ბილეთი და Kia-ს სპეციალური ღონისძიების მოსაწვევიც მიიღო. კომპანია $10,000-ს საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხავს.

EV6 სულ ახლახან გამოვიდა. ამ ელექტრო ავტომობილს 229 ცხენის ძალა და დახვეწილი სტილი აქვს. Kia მომავალში ელექტრო სუვის ხაზის გაფართოებას აპირებს. 2023 წელს სამრიგიანი ელექტრო სუვის - Kia EV9-ს გამოსვლა იგეგმება და მისი ფასი $50,000 იქნება.

როგორც ბევრი სხვა ავტომწარმოებელი, Kia-ც შიგაწვის აგრეგატებზე ნელ-ნელა უარს იტყვის. 2040 წლისთვის მთელი ხაზი ელექტრიფიცირებული იქნება.

გაზიარება: