Mercedes-Benz-ის ელექტრო EQG-ის ტანკივით მოხვევა შეუძლია
Mercedes-Benz-ი დაუღალავად მუშაობს, რათა G-Class-ის სრულად ელექტრო მოდელი მაქსიმალურად დახვეწოს. ახლახან კი მწარმოებელმა დიდი ინტრიგა ჩააგდო. ამ ავტომობილს უჩვეულო შესაძლებლობა აქვს.
EQG-ს ფხვიერ ზედაპირზე ტანკივით მოხვევა შეუძლია. ამ მანევრს G-turn-ი უწოდეს, რომლის სადემონსტრაციო ვიდეოც ბრენდის სტრატეგიულ კონფერენციაში აჩვენეს. მალევე კი კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
EQG-ზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მოდელი G-Class-ის ჩარჩოზეა დაფუძნებული და ოთხი ელექტრო აგრეგატი ექნება. ახლახან კი გავიგეთ ისიც, რომ მოხვევას ტანკის მსგავსად შეძლებს. პირველი მწარმოებელი, რომელმაც მსგავსი სისტემა შემოგვთავაზა, Rivian-ი გახლდათ. ეს ტექნოლოგია საზოგადოებას R1T-ს პიკაპში გააცნეს. თუმცა, სერიულ მოდელში ამ ფუნქციის დამკვიდრებისგან თავი შეიკავეს.
Mercedes-Benz-მა EQG პირველად მიუნხენის ავტოჩვენებაზე გამოაჩინა. საჩვენებელი მოდელით საწარმოო ავტომობილზე წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობა მოგვცეს. მანქანა G-Class-ის ვიზუალს ატარებს, თუმცა EQ ხაზის დიზაინერული შტრიხებიც გააჩნია. ეს განათებულ ცხაურაში, ორ ფერში შეღებილ ექსტერიერში და განსხვავებულ მაშუქებში გამოიხატება. გარდა ამისა, კონცეპტუალურ მოდელს უნიკალური სტილის დისკებიც ჰქონდა.
EQG-ის ტექნიკური დეტალები ჯერ გასაიდუმლოებულია. Mercedes-ი საწარმოო მოდელის გამოშვებას 2024 წელს გეგმავს.