Porsche Taycan-ის უკანა წამყვან ვერსიასაც შემოგვთავაზებს
Aa
Aa

Porsche Taycan-ის უკანა წამყვან ვერსიასაც შემოგვთავაზებს

Porsche Taycan-ი მალე აგრეგატის უფრო ფართო არჩევანს შემოგვთავაზებს.

ავტომწარმოებელი ელექტრო Taycan-ის RWD ვარიანტს გამოუშვებს და ის უფრო იაფი ეღირება, ვიდრე სხვა ვერსიები.  

„იმისთვის, რომ ფასი შემცირდეს, RWD მოდელები უფრო მცირე ბატარეით იქნება. 4wd მოდელი ყველა ბაზარზე არაა საჭირო, მაგალითად, ჩინეთში, სადაც ამინდის გათვალისწინებით, ეს მოდელი ნაკლებად გამოსადეგია“. - ამბობს კომპანიის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ შტაინერი.

RWD  Taycan-ის გამოსვლა 2021 წლისთვისაა ნავარაუდები, თუმცა, შესაძლოა, ის ყველა ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყოს.  

თუ Porsche ამ მოდელის ამერიკის ბაზარზე შეყვანას გადაწყვეტს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საწყისი ფასი $100,000-ზე ნაკლები იქნება. ამჟამად, 2020 წლის Porsche Taycan 4S-ი $105,150 ღირს. მყიდველების დასაინტერესებლად Porsche-ს შესამჩნევად ნაკლები ფასის დადება მოუწევს.

ყველაზე მცირე მოცულობის ბატარეა ამ ეტაპზე 79.2 კვ/სთ-იანი ლითიუმის იონის ბატარეაა, რომელიც 4S-ში დევს.  მხოლოდ ერთი ელექტრო მოტორის ქონის შემთხვევაში ცხენის ძალები 4S-ის 522-ზე დაბლა იქნება.

Porsche ახლა Taycan Cross Turismo ფურგონზეც მუშაობს. დებიუტი წლის ბოლოს უნდა შედგეს, თუმცა, გაყიდვები როდის დაიწყება, ჯერ ცნობილი არ არის.

 

მსგავსი სიახლეები