Aa Aa
28 მაისი 2022  |  13:32

BMW Alpina B3 ახლა უფრო ძლიერია

BMW Alpina B3-ის დებიუტი უკვე შედგა და ახლა ის უფრო ძლიერია.

BMW B3 სედანისა და უნივერსალის ფორმითაა ხელმისაწვდომი და M3-ის საუკეთესო ალტერნატივაა. 2023 წლის განახლებების წყალობით, ეს ავტომობილი ახლა უკეთესია.

Alpina-ის ინჟინრებმა ძრავა გააუმჯობესეს, ექსტერიერის რამდენიმე დეტალი და კომპანიისთვის დამახასიათებელი დეტალები დაუმატეს, ინტერიერი უფრო დახვეწილად და რბილად აქციეს.

მთავარი განახლება 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავის გაძლიერებაა. ეს იგივე ძრავაა, რაც M3-ს აქვს. B3-ს 488 ცხენის ძალა აქვს. წინა მოდელს 462 ცხენის ძალა ჰქონდა. ცხენის ძალების ნამატის წყალობით, 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305კმ/სთ-ია.

ზოგიერთ ბაზარზე BMW დიზელის ვერისებს ისევ გვთავაზობს. ამ მოდელს D3 S ჰქვია. 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტვინ ტურბოდაბერვის ძრავა 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ორივე შემთხვევაში გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი ავტომატიკა და ოთხივეწამყვანი სისტემა სტანდარტულია.

ექსტერიერს მცირე ზომის წინა ფრთა დაუმატეს. უკან კი Alpina-სთვის დამახასიათებელი ოთხი მაყუჩის მილია.

ციფრული მონაცემთა დაფაც განახლებულია. მონაცემები 12.3-ინჩიან ეკრანზეა გამოსახული. მულტიმედია სისტემის სენსორული ეკრანის ზომა 14.9-ინჩია. სალონში Alpina-ს ლოგოები. ცენტრალური კონსოლი შესანიშნავად გამოიყურება.

2023 წლის B3-ის ფასი 88 600 ევროდან დაიწყება. BMW Group-მა მარტში Alpina შეიძინა. 2025 წლიდან კი მის ქარხნებში Alpina-ს ავტომობილების აწყობას დაიწყებს.

გაზიარება: