ილონ მასკი, Tesla, SpaceX
Aa
Aa

ილონ მასკს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

ელონ მასკი, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, სექსუალურ გადაცდომაში დაადანაშაულეს. საქმე 2016 წელს მომხდარ შემთხვევას ეხება, რომელიც SpaceX-ში დასაქმებულ გამცილებელს ეხება. წინასასამართლო განცხადებები საჯარო მაშინ გახდა, როდესაც მასკი Twitter-ის შეძენის გზას ადგას.

Insider-ის მოხსენების მიხედვით, 2016 წელს, ლონდონის რეისზე, მგზავრების გამცილებელს ილონ მასკის ოთახში შესვლა და მისთვის მასაჟის გაკეთება სთხოვეს. ოთახში შესვლისას ქალბატონს მასკი შიშველი დახვდა. Tesla-ს მფლობელმა მას „მეტის გასაკეთებლად ცხენის ჩუქება შესთავაზა“. გამცილებელმა წინადადებაზე უარი თქვა და მასაჟი დაასრულა.

მოგვიანებით ქალბატონმა მომხდარი გაასაჩივრა. თუმცა, გარიგების შედეგად და სიჩუმის სანაცვლოდ SpaceX-მა მას 250 000$ შესთავაზა. 2018 წელს ეს ყველაფერი გასაჯაროების გარეშე მოგვარდა. ახლახან კი მომხდარი ისევ ამოტივტივდა, რასაც დაზარალებული ქალის მეგობარი ავრცელებს.

Insider-ი ილონ მასკს დაუკავშირდა და მომხდარზე განცხადების გაკეთება სთხოვა. მასკმა განაცხადა, რომ „თუ ის სექსუალური შევიწროებისკენ იყო მიდრეკილი, თავისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში სხვა ასეთი შემთხვევებიც იქნებოდა.“ მეტიც, ის ამ ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. Insider-თან კომენტარს არ აკეთებენ SpaceX-ის წარმომადგენლები.

„იმ მატყუარა ადამიანისთვის, რომელიც ამბობს, რომ თავისმა მეგობარმა შიშველი მნახა გამოწვევა მაქვს. აღწეროს მან ჩემი სხეულის შესახებ თუნდაც ერთი რამ - ნაიარევი, ტატუები და ა.შ. - რაც საჯაროდ არაა ცნობილი. ის ამას ვერ გააკეთებს, რადგან ეს არასდროს მომხდარა,“ - ამბობს მასკი.

მსგავსი სიახლეები