Suzuki-ის მომხიბვლელი
Aa
Aa

Suzuki-ის მომხიბვლელი "ჯუჯა ავტომობილი"

გიგანტურ და მრავალფეროვან ავტოსამყაროში „ჯუჯა მანქანებისთვისაც“ არსებობს ადგილი. ამ კატეგორიის ავტომობილებისთვის ძალზედ პატარა აგრეგატები და ძარის ზომებია დამახასიათებელი. მათი ძირითადი დანიშნულება რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით გადაადგილებაა. ავტოინდუსტრიის ნებისმიერ განზომილებაში შევხდებით ისეთ ავტომობილებს, რომლებიც მიუხედავად თავისი სტატუსისა მაინც გამოირჩევიან სხვებისგან. Suzuki Cappuccino ერთერთი მათგანი იყო, რომელიც Kei Cars-ის ჩარჩოებს მიღმა ცდილობდა გაქცევას.

USED SUZUKI CAPPUCCINO 1992 for sale in Sacramento, CA | Vans From Japan

აღნიშნული „როუდსტერი“ მიკრო ავტომობილების ოჯახის ლამაზი და სასურველი ნაწილი იყო. იგი სულ რაღაც 680 კილოგრამს იწონიდა, ხოლო ძრავი 0.7 ლიტრი მოცულობის იყო. 3-ცილინდრიანი ძრავა ორი გამანაწილებელი ლილვით იყო აღჭურვილი (DOHC) და მას ტურბოდაბერვის სისტემა ჰქონდა დამატებული. საბოლოო ჯამში ეს მცირე ზომის 2-ადგილიანი „როუდსტერი“ 64 ცხენისძალას გამოიმუშავებდა, რაც მის წონასთნ შეფარდებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო. ავტომობილს 100-მდე აჩქარება 10 წამის ფარგლებში შეეძლო.

Why I love the Suzuki Cappuccino: in praise of K cars | CAR Magazine

Suzuki Cappuccino უკანა წამყვანი იყო და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძრავა ძარის წინა ნაწილში იყო განთავსებული, ავტომობილი მაინც შუაძრავიან მანქანად ითვლებოდა, რადგან მთავარი აგრეგატები წინა დაკიდების შიგნით იყო მოქცეული, ეს ყველაფერი წონის იდეალურ გადანაწილებას ემსახურებოდა და ავტომობილი ძალიან სხარტი მართვადობით გამოირჩეოდა. ავტომოყვარულებს ყველაზე მეტად მასში ძრავის ბრუნვათა რიცხვის რაოდენობა მოსწონდათ, რომელიც 12 000-ს უტოლდებოდა.

1992 Suzuki Cappuccino | Toprank Importers

ავტომობილის სავალი ნაწილების უმეტესობა ალუმინისგან იყო დამზადებული, თუმცა ყველაზე საინტერესო რამ არის ის, რომ Cappuccino-ს ძრავში 3 ლიტრი ზეთი ჩადიოდა, ხოლო წყლის სისტემა კი 4 ლიტრზე მეტს ვერ იტევდა, შესაბამისად იგი „ჯუჯა ავტომობილისთვის“ დამახასითებელ თვისებებს მაინც ღირსეულად ატარებდა.

მსგავსი სიახლეები