თავხედი მძღოლი ოფიცერს არ დაემორჩილა და კინაღამ დაეჯახა
Chrysler 300C-ის მძღოლმა მერილენდის საავტომობილო შეკრებაზე ქაოსი გამოიწვია. ის პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა. მეტიც, დრიფტის მცდელობისას ოფიცერს და იქ შეკრებილ ადამიანებს კინაღამ დაეჯახა. 22 წლის ქალი შემთხვევიდან მალე დააკავეს და პირველი ხარისხის მკვლელობისთვის სასჯელს დააკისრებენ.
ვიდეო, რომელიც ზემოთაა მიბმული, მერილენდში არსებული Walmart-ის პარკინგზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს პოლიციელი გარედან დაზიანებული Chrysler 300C-ს გაჩერებას. მძღოლი ოფიცრის ბრძანებას არ ემორჩილება და დრიფტს იწყებს. მანევრი ძალზედ სახიფათო გამოდგა. ქალბატონმა მანქანა იქ დაყენებულ ავტომობილებს, შეკრებილ საზოგადოებას და ოფიცერს შემთხვევით ააცილა.
ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის გახლდათ, რომ „კრაისლერის“ მძღოლმა პოლიციელს კინაღამ გადაუარა. დრიფტის შემდეგ კი ოფიცერი დაჯახებას მეორედ გადაურჩა. მანქანის კუდმა მას საკმაოდ ახლოს ჩაუარა.
როგორ დასრულდა ეს ისტორია?
Daily Voice-ის ცნობით, თავხედმა მძღოლმა ოფიცრების მიმართ აგრესია კიდევ გამოიჩინა. საბოლოოდ კი ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა და იქვე მდგარ პოლიციის მანქანას შეასკდა. შედეგად, მცირედით დაშავდნენ სამართალდამცავები. ურჩი მძღოლი კი დააპატიმრეს.
22 წლის ქალს ახლა ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში ედება. თუ მას ეს ბრალდება დაუმტკიცდება და სასჯელის უმკაცრეს ზომას მიმართავენ, მაშინ მას მთელი დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს. ალბათ, ეს საკუთარი ცხოვრების ყველაზე იდიოტურად წარმართვის შემთხვევაა. აშკარაა, რომ მას ფიქრისთვის ბევრი დრო ექნება.