პოლიციამ მოტოციკლისტს განზრახ დაუმუხრუჭა და კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა
თქვენს უკან მომავალი ავტომობილის „მუხრუჭების შემოწმება“ სულელური აზრია. არ აქვს მნიშვნელობა გაგაბრაზათ თუ არა იდიოტი მძღოლის მართვის სტილმა - ეს მანევრი უბრალოდ არ უნდა გააკეთოთ. თუ პოლიცია ამ ყველაფერს დააფიქსირებს, მაშინ პასუხს თქვენ მოგთხოვთ. თუმცა, დღეს ერთ უცნაურ შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ. ფლორიდაში პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლისტს წინ განზრახ დაუმუხრუჭა, რასაც ავარია მოჰყვა. შეჯახება იმდენად მძიმე იყო, რომ მოტოციკლის მძღოლი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
ზემოთ მიბმული კადრები ინტერნეტში Hyped Life-ის YouTube-ის არხით, გავრცელდა. ამ არხის მფლობელი ვიდეოში 2020 წლის Yamaha R3-ს მართავს. ეს დამწყები კლასის სპორტული მოტოციკლი გახლავთ. ორბორბლიანი ტრანსპორტის სპიდომეტრი ვიდეოში კარგად არ ჩანს, თუმცა, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მოტოციკლისტი დაშვებულ სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობდა. მიუხედავად ამისა, მძღოლი თავხედურად სწრაფად მაინც არ მიდიოდა.
მალე მის წინ Charger-ის გამოჩნდა, რომელსაც პოლიციის წარწერები არ ჰქონია. მოტოციკლის მძღოლი კი გასწრებისთვის მოემზადა, თუმცა ბოლო მომენტში „ადამიანი-ობობას“ ინსტინქტმა გადააფიქრებინა.
სამწუხაროდ, „ადამიანის-ობობას“ შესაძლებლობებიდან მას ქსელების გაშვების შესაძლებლობა არ ჰქონია იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა. Charger-ში მჯდომმა ოფიცრებმა ზემოთ ნახსენები მანევრი შესრულება და მოტოციკლის „მუხრუჭების შემოწმება“ დაიწყეს. რამდენიმე მანევრი უწყინარი გამოდგა, რადგან საპატრულო მანქანას მოტოციკლთან დისტანცია ჰქონდა.
თუმცა, მალევე პოლიციამ ხმოვანი სიგნალები და მაშუქები ჩართო, რის შემდეგ მალევე მუხრუჭის სატერფულს ბოლომდე დაადგა. აუცილებლად არის ხაზგასასმელი ის, რომ მათ წინ მოძრაობა თავისუფალი იყო. ეს ნიშნავს, რომ ოფიცრებმა ეს ყველაფერი განზრახ გააკეთეს. შედეგად, მოტოციკლის მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო და საპატრულო ეკიპაჟის მანქანას შეასკდა.
საბედნიეროდ, ის თითქმის უვნებელი გადარჩა. თუმცა, YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ის საუბრობს, რომ პერიოდულად ხერხემლის ტკივილი აწუხებს. ასევე, განადგურდა მისი ტრანსპორტიც.
ჯერჯერობით გაურკვეველია განიხილეს თუ არა პოლიციელის საქმე შესაბამისმა უწყებებმა. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ოფიცერმა ამ მანევრის შესრულება „დაუდევარი“ მძღოლის გამო აუცილებლად მიიჩნია. ამ პოლიციელის აზრით, ასეთი მძღოლების მიმართ მსგავსი მანევრი დაშვებულია. დამატებით გარემოებად ჩაითვალა სირენებისა და მაშუქების წინასწარ ჩართვაც.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მძღოლის უპასუხისმგებლო საქციელის გამო მოტოციკლისტი კინაღამ დაიღუპა. გადარჩენის შემთხვევაში სავარაუდო იყო მძიმე ტრავმაც. აშკარაა, რომ პოლიციელებს „დაუდევარი“ მძღოლის უსაფრთხოდ გაჩერება შეეძლოთ.
რა თქმა უნდა მოტოციკლისტის მძღოლს არ ვამართლებთ. ის სიჩქარეს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. თუმცა, სიჩქარის გადაჭარბება ისჯება ჯარიმით და არა სიცოცხლით ან მძიმე ფიზიკური დაზიანებით.
როგორ შეაფასებდით მომხდარს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.