Bugatti, Chiron, Chiron Super Sport 300
Aa
Aa

Bugatti Chiron Super Sport-ის პანელი აბსურდულ ფასად იყიდება

Bugatti-ის მოდელების შენახვის ხარჯები ასტროლოგიურ რიცხვებს რომ აღწევს ყველამ ვიცით. თუმცა, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციები ჩვენს გაკვირვებას მაინც იწვევს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი Chiron-ის ქარხნული ნაწილია. სურათებზე თქვენ Chiron Super Sport 300+-ის წინა პანელს ხედავთ, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი. მის სანაცვლოდ კი 399 999$-ს ითხოვენ.

კომპლექტი წინა ფრთებს, ბამპერს, კაპოტსა და ბამპერის ქვედა მხარეს მოიცავს. დეტალები კარბონისგანაა დამზადებული და შეუღებავია. კორპუსის დეტალებზე სტიკერსაც გადააწყდებით, რომელზეც Bugatti-ს ემბლემაა დატანილი. წარწერებიდან ვიგებთ იმასაც, რომ პანელები 2020 წელს ავსტრიაში დაამზადეს.



ნახევარი მილიონი დოლარის კორპუსის დეტალში გადახდა გაუგონარი ამბავია. ამ ფასად თქვენ Ferrari 296 GTB, McLaren Artura ან Lamborghini Huracan Tecnica მოგივათ. თუმცა, ასე ხდება მაშინ, როდესაც საქმე ექსკლუზიური ბრენდის შეზღუდული წარმოების მოდელთან გვაქვს.

ეს ნაწილი Chiron Super Sport 300+-ს ეკუთვნის, რომელიც 30 ეგზემპლარად არის გამოსული. ვერსიას უფრო მდიდრული ხასიათის მქონე Chiron Super Sport-ის გამოშვება მოჰყვა, რომელიც 60 ეგზემპლარად არსებობს. ორივე მოდელის ფასი 3.9 მილიონი დოლარიდან იწყება. სტანდარტული Chiron-ისგან Super Sport-ს აგრესიული ვიზუალიც გამოარჩევს.


ამ დეტალის გასაყიდი განცხადება Parts 4 USA-ზე არის განთავსებული. ვებ-გვერდზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ. ამ Bugatti-ის კაპოტი 50 000$-ად, წინა მარჯვენა ფრთა 100 000$-ად, ხოლო უკანა დიფუზორი 50 000$-ად იყიდება. Chiron-ის ყველაზე იაფიანი ნაწილი ცხაურაა, რომელიც 15 000$-ად არის შეფასებული.

წარმოიდგინეთ რა თანხებს მოიცავს Chiron-ის პროექტი, რომელიც ნაწილ-ნაწილ იქნება აწყობილი. ეს ყველაფერი კი ძრავისა და სავალი ნაწილების გარეშე.

და მაინც - რა ავტომობილს შეიძენდით 399 999$-ად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები