BMW, აუქციონი, M5, M5 CS, Copart
Aa
Aa

ვიღაცამ საკოლექციო 2022 წლის BMW M5 CS-ი უკვე დაამტვრია

2022 წლის M5 CS-ი BMW-ს სუპერსედანის უბრალოდ გაუმჯობესებული ვერსია არ არის. ეს მოდელი M-ის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად ითვლება. ის 4.4-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 627 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს 4-კაციანი ბიზნეს სედანი 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება. ეს მონაცემი კი გვეუბნება, რომ ის ყველაზე სწრაფი BMW-ა, რაც ოდესმე შექმნილა. ეს განსაკუთრებული ავტომობილი სულ 1 000 ეგზემპლარად გამოვა. აქედან ერთ-ერთი კი უკვე აუქციონზე დაზიანებული იყიდება.

სურათზე ნაჩვენები M5 CS-ის გასაყიდი განცხადება Copart-ზეა ატვირთული. აშკარაა, რომ ამ მანქანის მძღოლი სერიოზულ ავარიაში მოჰყვა. მანქანის დაზიანება საკმაოდ მძიმეა. ეს ნიშნავს, რომ შეკეთების ხარჯებიც დიდი იქნება.

ავტომობილს ეტყობა, რომ რაღაცას რამდენჯერმეა შეჯახებული. ცხვირი მთლიანად შელახულია. მაშუქები და ბამპერები განცხადებაში საერთოდ არ ჩანს, ხოლო კარბონის კაპოტი გატეხილია. თუმცა, კარგი ისაა, რომ ძრავის განყოფილება გადარჩენილია.



დაზიანება გრძელდება მანქანის მთელს კორპუსზე. ავტომობილს წინა ფრთები საერთოდ არ აქვს, ხოლო მძღოლის მხარეს არსებული მგზავრის კარი დაზიანებულია. გატეხილია შუშაც.

ინტერიერში უარესი მდგომარეობაა. სალონიდან უამრავი დეტალია ამოღებული. მათ შორისაა M5 CS-ის კარბონის სავარძლები. მაჩვენებელთა დაფა და ტორპედო ხელშეუხებელია.



განცხადებაში არ არის აღნიშნული ავტომობილის სტატუსი. აშკარაა, რომ ავტომობილი არც იქოქება და არც დადის. შესაბამისად, არ ვიცით გარბენიც. ამ M5 CS-ის გადარჩენა სავსებით შესაძლებელია, თუმცა ორიგინალი სალონის დეტალების, მაშუქების, ცხაურისა და ბამპერის შეძენა ძალზედ რთული და ძვირი იქნება.

როგორ ფიქრობთ, ღირს ამ ავტომობილის შეკეთება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები