ავსტრალიას მალე გზის განათებული მონიშვნები ექნება
ავსტრალიის მთავრობა უსაფრთხოების 245 მილიონ დოლარიან პროგრამას აფინანსებს, რომელიც გზებზე ინოვაციური ტექნოლოგიის დამკვიდრებას გულისხმობს. ეს არამხოლოდ მძღოლების, არამედ ველოსიპედისტებისა და ქვეითების უსაფრთხოებისთვისაც კეთდება.
პროგრამის ყველაზე საინტერესო დეტალი კი გზის მანათობელი მონიშვნები იქნება. ეს ნიშნავს, რომ დახაზული გზა სიბნელეში გაანათებს. დღისით ხაზები ჩვეულებრივი შეფერილობის იქნება. ღამით კი ვარსკვლავებივით განათდება.
ეს ინოვაცია მძღოლებს გზის ტრაექტორიის სწორ განსაზღვრაში დაეხმარებათ. ხილვადობის გაზრდის შედეგად, გაუმჯობესდება რეაქციის დროც.
კომპანია Tarmac Linemarking-მა საცდელი მონაკვეთის სურათები Facebook-ის გვერდზე გაასაჯაროვა. სურათები საოცარი სანახავია და ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან გადმოტანილი გეგონებათ. დახაზული გზები სრულ სიბნელეში სრულად ჩანს. ეს სპეციალური საღებავის დამსახურებაა.
ამ ტექნოლოგიის წყალობით, გზებზე ღამით ხაზებს შორის ორიენტაცია ყველასთვის გამარტივდება. იმედია ამ იდეას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აიტაცებენ და თავიანთ გზებზეც დაიტანენ. ფაქტია, რომ ასე მგზავრობა უფრო უსაფრთხო და თან სახალისოა.