Aa Aa
3 ივნისი 2022  |  10:34

SSC ელექტრიფიცირებულ და უკანაწამყვან Tuatara-ს ააწყობს

როგორი იქნება Tuatara-ს ახალი ვერსია?

2022 წელს SSC Tuatara მსოფლიოში ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილია. ახლა კი SSC-ს მფლობელმა ჯეროდ შელბიმ ამ ავტომობილში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. ვაშინგტონში დაფუძნებული ჰიპერქარების მწარმოებელი კომპანია Tuatara-ს ელექტრიფიცირებულ ვერსიას ააწყობს, რომელიც ოთხივეწამყვანი იქნება. ნიშნავს ეს რომ შედეგად უფრო ძლიერ ავტომობილს მივიღებთ?

2022 წლის 25 მაისს Tuatara 475კმ/სთ-იან ნიშნულს გადასცდა. ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეკორდი იყო. 2020 წელს SSC ამტკიცებდა, რომ ავტომობილს 508კმ/სთ-ს განვითარება შეეძლო. რეკორდის დამყარების მაშინდელი მცდელობა არაკანონიერად მიიჩნიეს, რადგან გინესის რეკორდის დაფიქსირებისთვის საჭირო პირები არ ესწრებოდნენ.

„ელექტრიფიცირება ამ ავტომობილს უფრო დახვეწილად აქცევს“, - ამბობს SSC-ს აღმასრულებელი დირექტორი. როგორც ჩანს, ახალი ვერსია ჩვეულებრივ გზებზე ორიენტირებული, უფრო ეკონომიური და მხიარულად სამართავი ჰიპერქარი იქნება.

შელბის თქმით, ახალი, ჰიბრიდული ავტომობილი ოთხივეწამყვანი იქნება. წინა ღერძზე ორი ელექტრო მოტორი იქნება მოთავსებული. ამჟამინდელი Tuatara უკანაწამყვანია. არ გამოვრიცხავთ, რომ ახალ ვერსიას ახალი სახელიც ჰქონდეს. ეს ავტომობილი შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

რაც შეეხება აგრეგატს, ჯერ ცნობილი არ არის, მუშაობს ავტომწარმოებელი ახალ ძრავაზე, თუ 5.9-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა დარჩება. ისიც უცნობია იქნება ავტომობილი უფო ნელი თუ ექნება ისევ 1750 ცხენის ძალა.

საინტერესოა. Tuatara ჰიბრიდი იქნება ფლაგ ინ ჰიბრიდული და კონკურენციას Ferrari SF90 Stradale-ს გაუწევს, თუ ექნება მაილდ ჰიბრიდული აგრეგატი და დამუხრუჭებისას დაიმუხტება.

გაზიარება: