ამ Toyota GT 86-ს Ferrari/Maserati-ის V8 ძრავა აქვს
რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მრბოლელმა, რაიან ტუერკმა ავტომოყვარულები გააოცა. მან თავისი Toyota GT 86 დაშალა და Ferrari 458 Italia-ს 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით აღჭურვა. ეს საოცარი პროექტი გამოდგა, რომელმაც უამრავი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. როგორც ჩანს ტუერკის ქმნილება ერთი სახეობის არ გამოდგა და ვიღაცამ მიბაძვა გადაწყვიტა.
„ინსტაგრამერმა“, სახელად Twitch_Masterflex-მა, პლატფორმაზე თავისი პროექტი გაასაჯაროვა. მან Ferrari-ის ძრავით თავისი GT 86 ააწყო. ტუერკის მსგავსად, მანქანა დრიფტისთვისაა შექმნილი და მსგავს დიზაინერულ შტრიხებს იმეორებს.
ძრავა, რომლითაც სურათზე ნაჩვენები GT 86-ა წარმოდგენილი Ferrari-სა და Maserati-ის M136 გახლავთ. პირველად ის 2001 წლის მოდელებში ვიხილეთ. 385-ცხენისძალიანი Maserati Coupe და Spyder-ი ამ აგრეგატებით გამოვიდა. მოგვიანებით ის Ferrari 458 Speciale-საც მოარგეს. ამ Toyota-ში კი Maserati-ს ვერსია დევს. სამწუხაროდ, მისი სიმძლავრე ცნობილი არ არის.
სავარაუდოდ, მფლობელმა ეს ძრავა დამტვრეული Maserati-დან ამოიღო. ის ორიგინალი ტრანსმისიის ნაცვლად Tremec T56-ის 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული. სიმძლავრე, რა თქმა უნდა, უკანა ბორბლებზე ნაწილდება.
საინტერესოა ისიც, რომ ეს Toyota GT 86 იტალიური ძრავასავით საერთოდ არ ჟღერს. ეს უნიკალური შემშვებისა და გამშვები სისტემის გამოა. შედეგად Maserati-სა და Ferrari-ის V8 ამერიკული 8-ცილინდრიანი ძრავის ტონალობაშია.
თქვენ რა ძრავას განათავსებდით Toyota GT 86-ს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.