Aa Aa
2 ივნისი 2022  |  12:20

ყველასგან გასნხვავებული Volvo

შვედური ავტოწარმოება თავისი ხარისხითა და განსხვავებული ხედვით ყოველთვის გამორჩეული იყო. „ვოლვოს“ სახელზე უამრავი ინოვაციური, პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემებია, თუმცა ამ კომპანიის კონსერვატიულ ხედვას უამრავი ავტომოყვარული ყოველთვის ლოიალურად უყურებდა. გასული საუკუნის იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული კომპანია თავის საქმიანობას აქტიურად ეწეოდა, მის მიერ წარმოებული ავტომობილები ყველა ერთმანეთს ჰგავდა. მათვის კუთხოვანი და ბევრისთვის შეუხედავი დიზაინი იყო დამახასიათებელი. 80-იანი წლების მოდელებს ყუთის ფორმები ჰქონდა, არანაირი აეროდინამიკული და სპორტული კონტურები მათ არ გააჩნდათ. ყველა ავტომოყვარული ამ ფაქტს შეჩვეული იყო და „ვოლვოს“ ისეთს სცემდნენ პატივს, როგორიც იყო.

Volvo 480 Turbo: Com'era davvero l'outsider Svedese? - Davide Cironi

ამ ყველაფრის ფონზე კომპანიამ ყველასგან განსხვავებული მოდელის შექმნა გადაწყვიტა, რათა იმ ავტომოყვარულების გულიც დაეპყრო, რომლებიც მოდერნისტულ დიზაინსა და შესაბამის მაჩვენებლებს საკადრისად აფასებდნენ. კომპანიამ საბაზისოდ Volvo 440/460 პლატფორმა აიღო და სრულიად განსხვავებული მოდელი მოავლინა მსოფლიოს.

Volvo 480 : break de classe

Volvo 480 ნიდერლანდებში იწყობოდა და Renault-ის საკვანძო აგრეგატები ჰქონდა. ეს არეული ერთობლიობა მის მომხმარებლებში ცოტაოდენ ეჭვს აჩენდა, თუმცა ხალხმა მისი მიღება მაინც შეძლო. ამ სტატიაში აღნიშნული მოდელის ყველაზე მაღალ სპეციფიკაციაზე გვექნება საუბარი, რადგან დანარჩენებისგან ის კიდევ მეტად გამოირჩეოდა.

Volvo 480 - mimo wielu zalet nigdy nie było popularne

Volvo 480 Turbo „რენოს“ 1.7 ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 120 ცხენისძალას და 175 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილის მცირე გაბარიტების და ფრანგული აგრეგატების ერთობლიობა საკმაოდ დაბალ წონას განაპირობებდა. ავტომობილის ყველაზე მაღალი სპეციფიკაცია სულ რაღაც 1080 კილოგრამს იწონიდა, შესაბამისად 480 Turbo საკმაოდ სხარტი ავტომობილი გამოვიდა. 0-100 აჩქარებას 8.3 წამში ახერხებდა. მოგეხსენებათ, რომ კომპანიას სპორტული შასის შექმნაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, შესაბამისად მან დასახმარებლად მასზე გაცილებით გამოცდილ Lotus-ს მიმართა. „ლოტუსის“ მიერ შექმნილ დაკიდების სისტემამ ავტომობილს მეტი დამაჯერებლობა შესძინა, თუმცა საბოლოო ჯამში სუფთა სისხლის სპორტულ მანქანად მაინც არავინ აღიარებს მას.

Volvo 480 S: Der Faustkeil unter den Volvo | AUTO MOTOR UND SPORT

ავტომობილს ინტერიერიც ისეთივე განსხვავებული ჰქონდა, როგორც გარე ვიზუალი. Turbo ვერსიას სალონში დამატებითი მაჩვენებლები ჰქონდა. სავარძლებიც მეტად სპორტული სტილის ჰქონდა. ყველაზე მეტად „ვოლვოსთვის“ არადამახასიათებელი და უჩვეულო Pop Up ფარები იყო, რომელიც ავტომობილს ფუტურისტულ გარეგნობას აძლევდა. უკანა განათების სისტემაც თანამედროვე და განსხვავებული ჰქონდა, ეს ყველაფერი კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოქმნიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტომობილი წინა წამყვანი იყო, რაც ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებში აღნიშნული დროისთვის სიახლე იყო.

A Look Back At The Volvo 480

Volvo 480 Turbo-ს ყველაფერი ჰქონდა, რასაც სხვა „ვოლვოში“ ვერ ნახავდით. ეს მოდელი იყო განსაკუთრებულად ნათელი სხივი იმ კუთხოვან მოდელებთან შედარებით, რასაც ეს კომპანია დიდი პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელმა სპორტულ „ჰეჩბექებში“ კონკურენტების მსგავსი წარმატება ვერ მოიპოვა, ავტოისტორიის დიდ ნაწილს დღემდე მიაკუთვნებენ.

გაზიარება: