რა ხდება კიმი რაიკონენის £20-მილიონიან შვეიცარიულ ვილაში?
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, კიმი რაიკონენის ქონების ღირებულია £150 მილიონია და გასაკვირი არაა, რომ ის მდიდრულად ცხოვრობს.
42 წლის კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში კარიერა გასულ წელს Alfa Romeo-ს გუნდში დაასრულა. საბედნიეროდ, მას უამრავი სახლი აქვს იმისთვის, რომ ხანგრძლივი კარიერის შემდეგ კარგად დაისვენოს.
მათ შორის ერთ-ერთი £20 მილიონიანი შვეიცარიული ვილაა, რომელიც ჯეიმს ბონდის ბოროტი პერსონაჟის სახლს მოგაგონებთ.
გარდა ამისა, მას მშობლიურ ფინეთში სამი სახლი აქვს. კერძო საკუთრებას დუბაისა და ტაილანდშიც ფლობს.
მაგრამ დროის ყველაზე დიდ ნაწილს კიმი მის მეუღლე მინტუსა და შვილებთან რობინთან და რაიანასთან ერთად ციურიხში ატარებს.
კიმიმ ოცნების სახლი 2009 წელს £17 მილიონად იყიდა.
ვილას თავისი სახელიც აქვს - „პეპელა“. ის ციურიხთან ახლოს, პატარა სოფელ ბაარში მდებარეობს.
„5 წელი ვეძებდით ადგილს, სადაც საკუთარ სახლს ავაშენებდით. შემდეგ ვილა „პეპელა“ ვიპოვეთ. ის საცხოვრებლად უკვე მზად იყო და სახელიც ჰქონდა“.
280მ² სახლი რაიკონენებს საკმარისზე მეტ სივრცეს სთავაზობს. სახლში ერთი საცურაო აუზია, გარეთ კი ორი.
ხედი ბაღებიდან ცუგის ტბაზე გადის, უკან კი ალპები ჩანს.
შენობას ტყვიაგაუმტარი შუშები აქვს.
რა თქმა უნდა, სპორტსმენს სრულად აღჭურვილი სპორტდარბაზიც აქვს.
კიმი რაიკონენის ავტოფარეხში 10 ავტომობილი ეტევა.
რაიკონენის კოლექციაში £300,000 Rolls-Royce Wraith Black Badge და£3 მილიონიანი Ferrari Enzo-ა. კიმის ავტოფარეხში რამდენიმე მოტოციკლიცაა.
კიმის მოტოციკლებს Iceman I და Iceman II ჰქვია. ისინი გერმანულმა Walz Hardcore Cycles-მა სპეციალური შეკვეთით ააწყო.
რაიკონენს ის ბოლიდი აჩუქეს, რომლითაც 2018 წლის ამერიკის გრან პრიზე გაიმარჯვა. როგორც ცნობილია, ეს ბოლიდიც ამ ავტოფარეხში დგას.
საინტერესოა, აქვს თუ არა კიმის ადგილი Alfa Romeo-ს გუნდიდან საჩუქრებისთვის.