ვალტერი ბოტასმა ლუის ჰამილტონს თავისი პიკანტური ფოტო აჩუქა
Mercedes-ის გუნდიდან წასვლის შემდეგ ვალტერისა და ლუისის მეგობრობა გრძელდება.
ვალტერი ბოტასის ფოტომ, რომელშიც მდინარე კოლორადოში ნებივრობს, მთელი ინტერნეტისივრცე დაიპყრო. ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ნახევარ დღეში ნახევარი მილიონი მოწონება დაიმსახურა. ვალტერიმ ამით სარგებლობა გადაწყვიტა. ფოტო პოსტერად აქცია, რამდენიმე ეგზემპლარად დაბეჭდა და გაყიდვა გადაწყვიტა. შემოსული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
24 საათის განმავლობაში გაყიდვებით $50 000 მოგროვდა. ასეთმა გამოხმაურებაც თავად ფინელიც გააკვირვა: „ავტოგრაფის დასატოვებლად ეს ფოტო ჯერ არ მოუტანიათ. ალბათ მომიტანენ. ისიც კი ვნახე, როგორ კიდებენ ამ ფოტოს საძინებელ ოთახებსა და სამზარეულოებში.
ნამდვილად წარმოუდგენელია სოციალური ქსელების ძალა. გამოდის, ერთი ღამის განმავლობაში ვიღაცის საჯდომით $50 000-ის მოგროვებაა შესაძლებელი. სიგიჟეა. არ მესმის. მაგრამ, იცოდეთ, რომ ეს თანხა კარგ საქმეს მოხმარდება“.
ესპანეთის გრან პრის წინ, ჟურნალისტთან საუბრისას ეს ფოტო ლუის ჰამილტონმაც შეაფასა: „შევიძენდი. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის. არც ვიცოდი, რომ იყიდებოდა. სინამდვილეში, ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოა, რაც კი მინახავს“.
საბოლოოდ, პოსტერი ლუისს უფასოდ შეხვდა: შეიტყო რა მეგობრის დაინტერესების შესახებ, ვალტერიმ საჩუქარი მაშინვე გაამზადა. მონაკოს გრან პრიზე ყოფილ გუნდელს ჩარჩოში ჩასმული პოსტერი თავისი ავტოგრაფით აჩუქა.
7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა სიხარული ვერ დამალა: „მგონი, შეგიძლია გვერდზე ჩამომჯდარი ჩამაკრა. როცა კოლორადოში ვიქნები, ამ ფოტოს აუცილებლად გავიმეორებ და გამოგიგზავნი“.
ფინელის ფოტო $12-ად იყიდებოდა. გამოდის, რომ ეს პოსტერი უკვე დაახლოებით 4000 ადამიანის სახლს ამშვენებს. წარმოიდგინეთ, რა მოთხოვნა იქნება ჰამილტონის ასეთივე ფოტოზე.