Pontiac Trans Am-ი 27 წლის შემდეგ პირველად გარეცხეს
CrystalAuto-ს პორტალზე ასეთ ისტორიებს ხშირად გადააწყდებით. ძალზედ ხშირია შემთხვევები, როდესაც კლასიკურ ავტომობილებს მფლობელები ფარეხებში და ფარდულებში ათწლეულები ტოვებენ. ჩვენ კი ძალზედ გვიყვარს იმის ხილვა, თუ როგორ ჩუქნიან ახალ სიცოცხლეს მზრუნველობამოკლებულ მოდელებს.
დღეს კიდევ ერთ ასეთ ისტორიაზე მოგიყვებით, რომელიც 1982 წლის Pontiac Firebird Trans Am-ს ეხება. ეს მანქანა 27 წლის შემდეგ პირველად გარეცხეს. მოდელი 1995 წლიდან ფარეხში დგას.
ზემოთ მიბმულ ვიდეოში, მთავარი შემოქმედები AMMO-ს დეტალიზაციის თანამშრომლები არიან. ეს კომპანია აშშ-ში ოპერირებს და სარესტავრაციო სამუშაოებს უმაღლეს დონეზე ასრულებს. ზამთრის 27 წლიანი ძილის შემდეგ ეს Pontiac-ი ცუდ მდგომარეობაში არ ყოფილა. თუმცა, მის გასაცოცხლებლად უდიდესი შრომა იყო გასაწევი.
გუნდმა, თავდაპირველად, წლების განმავლობაში დაგროვებული მტვრის, ჭუჭყისა და ქსელების მოშორება დაიწყო. მალე მანქანის საღებავიც გამოჩნდა. შემდეგ, მთლიანი კორპუსი, დისკები და მუცელი საპონში „გაახვიეს“, რამდენიმე წუთი გააჩერეს და მაღალი წნევით ჩამორეცხეს. სათანადო ყურადღება მიაქციეს ძრავის განყოფილებასაც. საფუძვლიანად გაწმინდეს ფრთების ქვეშ არსებული პლასტმასებიც.
მას შემდეგ, რაც ავტომობილი გაშრა, საღებავის სიღრმე განსაზღვრეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ კორექციის ხარისხი განისაზღვროს. მოულოდნელი არ აღმოჩნდა, რომ საღებავის ფერა საკმაოდ თხელი იყო. შედეგად, გუნდმა ერთნაბიჯიანი პოლირება გადაწყვიტა, რასაც კორპუსის ზედაპირი „აიტანდა“. შედეგის თვალსიჩინოებისთვის მათ კაპოტის ნახევარზე ლენტი გააკრეს. შედარებისთვის ერთი ნაწილი გააპრიალეს, ხოლო მეორე ხელშეუხებელი დატოვეს. „მდე“ და „შემდეგის“ ილუსტრირების შემდეგ კი Pontiac-ს სრული პოლირება გაუკეთეს.
ასეთივე მეთოდით გაწმინდეს სალონიც. პირველ რიგში ჭუჭყი მოაშორეს, შემდეგ კი სხვადასხვა დეტალების ზედაპირები სპეციალური გამწმენდი საშუალებებით დაამუშავეს. განსაკუთრებული სიფრთხილით განაახლეს ტყავის კომპონენტები. შედეგად სალონის გაფორმება ისე გამოიყურება, თითქოს მანქანამ ქარხანა გუშინ დატოვა.
ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილზე საფუძვლიანად გაწმენდილი დისკები მიაყენეს და ემბლემები გააპრიალეს. ამ ყველაფრის შედეგს კი ზემოთ მიბმულ ვიდეოში იხილავთ.