Alfa Romeo, Giulia Quadrifoglio
Aa
Aa

ამ გათანამედროვებულ Alfa Romeo GT-ს 540-ცხენისძალიანი V6 ძრავა აქვს

გასული წლის ბოლოს პატარა კომპანიამ, Emilia Auto-მ, გათანამედროვებული Alfa Romeo-ს შექმნა დააანონსა. ახლახან მათ ამ ავტომობილის კონცეფციაზე მუშაობა დაასრულეს საჩვენებლად გაამზადეს. მოდელმა იმდენად დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა, რომ პრეზენტაციიდან რამდენიმე საათში გუნდმა შეკვეთები მიიღო. ეს არის კლასიკური Alfa-ს გათანამედროვებული ვერსია, რომელიც Giulia Quadrifoglio-ს ძალოვან აგრეგატს იყენებს.

ეს ულამაზესი მხეცი Alfa Giulia GT Coupe 1960-70-იანი წლების მოდელის შთაგონებით არის შექმნილი. შთამბეჭდავი სტილი თანამედროვე აგრეგატს მალავს და ორიგინალი ავტომობილისგან გარკვეული შტრიხები განასხვავებს.


იმისათვის, რომ მანქანის ტექნიკური მონაცემები და ძველი სკოლის სტილი თანხვედრაში ყოფილიყო მცირედი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. მაგალითისთვის, ავტომობილი 4 სანტიმეტრით დააგრძელეს. ამის საჭიროება დიდი ზომის ინტერქულერებმა შექმნა.

სტეროიდებზეა დასმული საჰაეროები და ფრთები. ძალოვანი აგრეგატისა და სამუხრუჭე სისტემის გასაგრილებლად ჰაერის ნაკადი გაიზარდა. Emilia Auto ამბობს, რომ ბორბლებთან არსებული ჭრილები შიდა დეტალების ტემპერატურაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. გარდა ამისა, მანქანას სპორტულ ხასიათსაც სძენს. რაც ყველაზე მთავარია Alfa-ს ორიგინალი სტილი არ აქვს დაკარგული. ეს კი ნამდვილად რთულად შესასრულებელი სამუშაო გახლდათ.



საოცარი შესახედაობისაა დახრილი ცხვირი, რომელიც Alfa-ს ძველი მოდელებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, შიგნიდან ნამდვილად ვერ იგრძნობთ, რომ გასული საუკუნის ავტომობილს მართავთ. სალონი 8.8-დუიმიანი მულტიმედიის სისტემით და თანამედროვე კოკპიტით იქნება წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს თანამედროვე პარკინგ კონტროლებსა და უკანა ხედვის კამერასაც სთავაზობს.

ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, არა? თუ ამ მანქანის შეძენით დაინტერესდით, გეტყვით, რომ მის სანაცვლოდ 400 000 ევროს დათმობა მოგიწევთ. ამ ფასად კომპანია მყიდველის სურვილებსა და გემოვნებას მაქსიმალურად გაითვალისწინებს და მათ თავიანთი მოთხოვნების მიხედვით შეკვეთილ ავტომობილს ჩააბარებს.

სამწუხაროდ, Emilia Auto-ს საწარმოო გეგმების შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქ გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მოდელი საკმაოდ ექსკლუზიური იქნება.

მსგავსი სიახლეები